GE

IBSU-ს სტუდენტმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში 49,000 ევროს ოდენობის სტიპენდია მოიპოვა

იბსუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვეკო იჩქითი ლონდონში მაგისტრატურაზე განაგრძობს სწავლას. მან მოიპოვა €49,000 ოდენობის სტიპენდია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London), რომელიც რეიტინგით, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მე-7 ადგილს იკავებს.

“პირველი სასწავლო წელი ლონდონში ამავე უნივერსიტეტში მიმდინარეობს და მეორე წელი პოლონეთში, Jagellionian University-ში. სწავლის წლიური ღირებულება €21,300-ია. შესაბამისად სტიპენდია სრულად ფარავს სასწავლო გადასახადს.

თუმცა, როგორც ვიცით, ლონდონში ცხოვრება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ეს ფაქტორი კი ძალიან მაფერხებდა და დღემდე მაფიქრებს.

ჩემი ლექტორების თანადგომითა და რჩევით ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უკვე მაქვს. კერძოდ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამომიყო დაფინანსება ბილეთებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის.

აღნიშნულ უნივერსიტეტში, მაგისტრატურის ხარისხის მოპოვება მნიშვნელოვანწილად დამეხმარება სამომავლო განვითარებასა და წინსვლაში. ზოგჯერ მართლაც, რომ დაუჯერებლად მეჩვენება ეს ამბავი რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ კედელზე აფიშირებული სტიპენდიის დამადასტურებული დოკუმენტი მალევე მაბრუნებს რეალობაში.

ცხადია წინ კიდევ დიდი შრომა და მონდომება დამჭირდება, თუმცა მონდომებისა და მომავალზე ორიენტირებული შედეგების საფუძველზე მჯერა რომ შევძლებ ყველაფრის წარმატებით დასრულებას”, – აღნიშნა ვეკო იჩქითმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური