GE

IBSU-ში საქართველოს და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც არაერთ საპატიო სტუმართან ერთად ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრადიცულ და მყარ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც IBSU-ს აშშ-ს საელჩოსთან აკავშირებს. ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მეგობრობის ჭრილშიც.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური