GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმს უმასპინძლებს

12 ნოემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოების ელჩები საქართველოში:

  • ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო;
  • ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი;
  • ბულგარეთის ელჩი საქართველოში, დესისლავაივანოვა-კოზლევა;
  • გერმანიის ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში, მიხაელ ფაბრი;
  • დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაქენზისმიტი;
  • თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჩერენიაზგანი;
  • იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა;
  • იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი;
  • რუმინეთის ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუჰორუმბა;
  • საბერძნეთის ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი;
  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მენიე.

სიმპოზიუმს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

ღონისძიებას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი.

ღონისძიებას მუსიკალურ აკომპანემენტს გაუწევს ანხელეს იგლესიასი.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 12 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: დარბაზი B 201 (ი. ჭავჭავაძის N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური