GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორ რებეკა კიმის საჯარო ლექცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორ რებეკა კიმის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“.

დოქტორმა რებეკა კიმმა განიხილა ჩინური დამწერლობის სხვადასხვა სიმბოლოს მნიშვნელობა და ებრაული რელიგიისა და ენის შესაძლო გავლენა ჩინურ, კორეულ და იაპონურ ლოგოგრამებზე.

ლექცია განკუთვნილი იყო ენათმეცნიერებით, ინტერკულტურული კვლევებით, აზიური ენებითა და კულტურებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მისი მიზანი ძველი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის შესაძლო გავლენის დადგენა იყო შორეული აღმოსავლეთის სამწერლობო ენაზე, რომელიც 50 000-ზე მეტ სიმბოლოს შეიცავს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური