ილიაუნელმა ელგუჯა კობერიძემ ევროპის ჩემპიონობა არავის დაუთმო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ელგუჯა კობერიძე, ექვსი წელიწადია, ძალისმიერ სამჭიდში ვარჯიშობს. 2014-2015 წლებში ზედიზედ ორჯერ შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი მოიგო 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში და შარშან ამავე წონით კატეგორიაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბოლო შეჯიბრებაზე მან მკერდის კუნთი გაიწყვიტა და რამდენიმე თვეა, მკურნალობს.
ჯერ კიდევ ტრავმამოუშუშებელმა ახლახან ქალაქ ლუცკში (უკრაინა) გამართულ პროფესიონალ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც 12 ქვეყნის 272 სპორტსმენი მონაწილეობდა, ძალისმიერი სამჭიდის ერთ-ერთ სახეობაში – ამოწევაში მაინც იასპარეზა და 282,5 კილოგრამით კონტინენტის ჩემპიონობა შეინარჩუნა – მეორე-მესამე ადგილებზე გასულ უკრაინელ და პოლონელ ათლეტებს 10-10 კილოთი გაუწრო და საქართველოს რეკორდი (რომელიც თავის დროზე თავადვე დაამყარა) 12,5 კილოგრამით გააუმჯობესა.
ილიაუნელი ელგუჯა კობერიძე დეკემბრის დასაწყისში ძალისმიერ სამჭიდელთა საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს.
- ილიაუნიში საგანმანათლებლო ფორუმი „კლიმატის ცვლილების ბუნებრივი/კოსმოსური და ადამიანური ფაქტორები“ გაიმართა by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „გააძლიერეთ კავშირი უნივერსიტეტთან“ – ილიაუნის კანცლერის რჩევები პროფესიული განვითარებისთვის by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ნინო დობორჯგინიძე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკას იხსენებს (ვიდეო) by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი