ილიაუნი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას გამართავენ
4 ივნისს 10 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ახალი ტექნოლოგიური კორპუსის გახსნის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებენ.
ღონისძიებას დაესწრებიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ანტონი ველჩერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU საქართველოს დეკანი ჰალილ გუვენი და სხვა სტუმრები.
ოთხსართულიანი, 4600 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ქ. ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და SDSU საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აშენდა.
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები.
შენობა დასრულებულია და პირველ სტუდენტებს სექტემბერში უმასპინძლებს. აქ ისწავლიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი — საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტი განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ელენე ალადაშვილი 577974004 ealadashvili@sdsu.edu
ანა კვანჭილაშვილი 577530220 ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი