GE

ილიაუნის 6 სტუდენტი ვილნიუსის თავისუფალი მეცნიერებების უნივერსიტეტში საერთაშორისო სასწავლო სტაჟირებას გადის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულების 6 სტუდენტი საერთაშორისო სასწავლო სტაჟირებას გადის ვილნიუსის თავისუფალი მეცნიერებების უნივერსიტეტში (VIKO).

მათ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შიდასაუნივერსიტეტო კრიტერიუმები დააკმაყოფილეს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღეს.

საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სკოლის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი და მასში მონაწილეობენ წარჩინებული სტუდენტები.

2019 წელს შერჩეული სტუდენტები არიან:
ნინო თიგიშვილი;
ნინო ეგნატაშვილი;
ალდონა ქვარაია;
მარიამ ლიპარტელიანი;
ლია შავთელი;
შორენა ცეცხლაძე.

ქართველ სტუდენტებს მენტორობას ილიაუნის მოწვეული ლექტორი შალვა ალავიძე უწევს.

სტაჟირების პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
შეხვედრებს ლიეტუელ პროფესორებთან;
საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგენას მასპინძელ ქვეყანაში;
ვილნიუსის სასტუმროებში ვიზიტს და მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლას;
ქალაქის ღირსშესანიშნაობების, როგორც ტურისტული რესურების, მონახულებას;
სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოს;

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლიეტუის ტურისტული რესურსების პრეზენტაციას.

ვილნიუსის თავისუფალი მეცნიერებების უნივერსიტეტში ქართული მხარის ვიზიტის შემდეგ დაგეგმილია ლიეტუელი სტუდენტებისა და პროფესორების მასპინძლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური