GE

ილიაუნის სამეცნიერო კაფე ყოველ ხუთშაბათს საინტერესო შეხვედრების სერიას შემოგთავაზებთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ვაკის მედიათეკაში, 7 მარტიდან ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე ილიაუნი სამეცნიერო კაფე შემოგთავაზებთ საინტერესო შეხვედრების სერიას.

თემები: 

  • როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა
  • როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო
  • ინტერნეტი, სოციალური ქსელი, ბიტქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები
  • ექსტრა ტერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“ და სხვა

შეხვედრების განრიგი და ანოტაციები ხელმისაწვდომია ბმულზე.

იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არაა საჭირო, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ სამეცნიერო თემატიკაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური