GE

ილიაუნის საველე ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში CaBOL პროექტის ფარგლებში

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში 8-11 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში საველე ექსპედიცია გაიმართა. ილიაუნის მკვლევარმა სტუდენტებმა სხვადასხვა აპრობირებული მეთოდის გამოყენებით უხერხემლოების რამდენიმე ასეული სახეობა შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ მათგან რამდენიმე ათეული სახეობა საკვლევი ტერიტორიისთვის, ხოლო რამდენიმე ერთეული საქართველოსთვის ახალი აღმოჩნდა.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები: შოთა ჯაფარაშვილი, სოფო ბალხამიშვილი, ეკა არსენაშვილი, ალექსი მემიშიში, თინათინ ჩხარტიშვილი, მარიამ თოდუა, ბექა ჩიტაძე, გიორგი ბანანაშვილი, გიორგი იანქოშვილი, არმენ სეროპიანი და ნატალია ბულბულაშვილი.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის მიზანია 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა. პროექტში, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულებაა ჩართული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური