GE

ილიაუნიში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება

23 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სადოქტორო სკოლის (IDS) გახსნის ღონისძიება გაიმართება.

საერთაშორისო სადოქტორო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლება საქართველოში – არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ნინო დობოჯგინიძე, გია ნოდია, ზაალ ანდრონიკაშვილი, დავით თარხნიშვილი, დიმიტრი ჯაფარიძე და დოქტორანტი ანა ლოლუა.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.
დამატებითი ინფორმაცია

საერთაშორისო სადოქტორო სკოლა დაარსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი პროქტის „სტრუქტურირებული განათლება – ხარისხის უზრუნველყოფა – აზროვნების თავისუფლება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით.

ამჟამად სკოლა ახორციელებს ორ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას გეორ-აუგუსტის გიოტინგენისა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 23 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი