GE

ილიაუნიში სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით სოციალური მუშაობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „კრიზისის დაძლევის თეორიული მექანიზმები“, რომელზეც განიხილეს ამჟამად სოციალური მუშაობის სფეროში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული მხარდაჭერა სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული სოციალურ მუშაკებისათვის რომლებიც იბრძვიან საკუთარი და ბენეფიციართა უფლებების დასაცავად.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიულ იდენტობაზე, გამოკვეთეს პროფესიის ძლიერი მხარეები, განიხილეს სოციალური მუშაობის განვითარების ისტორია საქართველოში და ისაუბრეს დღეს არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაუსვეს ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებების აუცილებლობას, რომელთა გარეშეც პროფესია ვერ განვითარდება.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო პროგამების ხელძღვანელი შორენა საძაგლიშვილი. მონაწილეობდნენ როგორც არასამთავრობო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული სოციალური მუშაკები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური