GE

კარგი სკოლის მახასიათებლები და განსხვავება ჩვეულებრივ სკოლებთან

საქართველოში მოსწავლეთა სწავლის შედეგები უმჯობესდება, თუმცა თანასწორობა პრობლემად რჩება; საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა შეფასება ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში დასახმარებლად – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდი და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) კვლევის შედეგად, რომელიც „შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“ სახელით გამოქვეყნდა.

სკოლა სამყაროს  ძალიან პატარა ნაწილია. გარემოში მომხდარი  ნებისმიერი ფაქტი გავლენას ახდენს მასზე. სკოლის იდეოლოგიების შექმნა ადამიანების დონეზე წყდება, მაგრამ უფრო კომპლექსური საკითხია და მოიცავს კულტურულ მახასიათებლებს. ის ფეხს უწყობს თანამედროვეობას, სკოლაში შემოდის ციფრული ტექნოლოგიაც, რაც ციფრული მოქალაქეობის, კრეატიული თაობის წინაპირობად ითვლება.

რა არის სკოლის მიზანი ეპოქის ცვლილების პარალელურად? რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში? ეს უმნიშვნელოვანესი კითხვები უნდა პასუხობდეს სოციალურ საჭიროებებს  მასწავლებლის ნიჭისა და ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით. მაგრამ ახლა კითხვებს პირიქით სვამენ და ის ასე ჟღერს – რაში უნდა გამოიყენოს მოსწავლემ ის, რასაც სკოლაში ასწავლიან? თუ ჩვენ ყველაფერს მთლიან კონტექსტში არ დავინახავთ, მთელი პროცესი თვალწინ ჩაგვივლის.

რატომ ხდება ისე, რომ მიუხედავად ტექნოლოგიის გამოყენებისა, განათლების სისტემა ვერ იზრდება? თანამედროვე ცოდნის მოთხოვნების დინამიკა უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სასწავლო გეგმის დინამიკას და არ უნდა სცდებოდეს მოსწავლის საჭიროებებს.

ასე რომ,  კარგი სკოლა არ იქმნება მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვითა და ინოვაციური სწავლების მეთოდების შეტანით.

არსებობს კარგი სკოლის რამდენიმე მახასიათებელი:

კარგი სკოლა აშკარად და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  მოსწავლეთა ჩართულობას მის შექმნაში.

ასწავლის ფიქრს და არა შინაარსს.

ის ქმნის თაობას, რომელსაც აქვს განსჯის, სიყვარულის, ჯანსაღი კრიტიკის უნარი და აქვს სამომავლო ცხოვრებისეული მიზნები

ის აადვილებს სოციალურ ცვლილებებთან ადაპტაციის უნარს.

იყენებს ყველა რესურსს, უპირატესობას, საჩუქარსა და შესაძლებლობას, რათა მოსწავლეებს დაანახოს იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვეულებრივი სკოლები აკეთებენ

კარგ სკოლას ჰყავს მოსწავლეთა ერთობლიობები ერთნაირი ინტერესებითა და მიზნებით.

კარგი სკოლის მოსწავლეებმა იციან სწავლის ფასი.

ის საუბრობს იმ საზოგადოების ენაზე, ვისაც ესაუბრება – მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საინტერესოდ და გასაგებად.

მისი ერთ-ერთი მიზანი სხვა სკოლებისა და ორგანიზაციების მათ საქმიანობაში ჩართვა და ამით მათივე გაუმჯობესებაა.

კარგი სკოლა ყველა მოსწავლესა და მშობლებს თანაბარ პირობებს უქმნის.

მიმართულია მასწავლებლების პროფესიული ზრდისკენ.

მისი ხედვები არის ნამდვილი და გამჭვირვალე. კარგი სკოლა არ იძლევა ტყუილ დაპირებებს.

ის მზადაა შეცვალოს „გონება“ სამყაროში ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების პარალელურად.

კარგი სკოლა ეხმარება მოსწავლეებს იფიქრონ კრიტიკულად ხელოვნების, მემკვიდრეობისა თუ სხვა საკითხების შესახებ.

ის ეხმარება მოსწავლეებს თავიანთი ისტორიული ჩარჩოების სრულყოფილად დანახვაში.

ის შრომობს, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კარგი აკადემიური მოსწრება.

კარგ სკოლას აქვს დიდი ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან უყვართ მოსწავლეებს.

ის სავსეა სიყვარულით, ცნობისმოყვარეობით, იმედითა და ცვლილებებით.

კარგი სკოლა არ ხარჯავს ფინანსებს არამიზნობრივად, ის თავიდან ირიდებს არასასურველ შეხვედრებსაც.

ატარებს სამართლიან გამოცდებს.

მას არ ეშინია დახმარების თხოვნის.

ის სარგებლობს მოსწავლეებისა და მშობლების რესურსებით და მერე უკან აბრუნებს მათ.

ის არასდროს ბოჭავს მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას და არ აიძულებს ჩარჩოებში მოქცევას.

შესაძლოა კარგი სკოლის პრიორიტეტი იყოს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს კარგი პროექტების განხორციელება.

მისი მიზანია გაზარდოს კარგი პედაგოგები, რომლებიც გაზრდიან კარგ მოსწავლეებს

„საქართველოში მოსწავლეთა შეფასება ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში დასახმარებლად“​ – კვლევა

წყარო: teachthought

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური