GE

მანდატურები ექიმის როლში – რა ტემპით გრძელდება სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციტიავით, 2014 წლიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტის აღდგენა უნდა დაწყებულიყო. მაშინდელი მინისტრი თამარ სანიკიზე ამბობდა, რომ პროექტის განხორციელება 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყებოდა და პირველ ეტაპზე, სამედიცინო კაბინეტი 100 საპილოტე სკოლაში განთავსდებოდა.

„პროექტის ფარგლებში სკოლის ექიმები მოსწავლეებს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, დაგეგმავენ და განახორციელებენ ჯანმრთელობის ხელშემწყობ აქტივობებს; ხელს შეუწყობენ ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმების პრევენციას, გაავრცელებენ ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების შესახებ,” – ითქვა პროექტის პრეზენტაციაზე.

მას შემდეგ, სამი წელი გავიდა. დღევანდელი მდგომარეობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვენის მასშტაბით მოქმედი 2 082 საჯარო სკოლიდან, თანამშრომელი პოზიციით – ექიმი/ექთანი, მითითებული 327 საჯარო სკოლას აქვს. მათგან ოთხი ქალაქ გორის, ხოლო სამი – გორის მუნიციპალიტეტის სკოლებია.

untitled

მოსწავლეთა მშობლები ფიქრობენ, რომ სამედიცინო კაბინეტის არსებობა ყველა სკოლაში აუცილებელია.

„ჩემი შვილი ისეთ სკოლაში დადის, სადაც სამედიცინო კაბინეტიც არის და ექიმიც. ვფიქრობ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა არ უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ ყველა სკოლაში ექიმი თუ არა ექთანი მაინც იქნება, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს“, – გვითხრა თეა წაველიძემ.

მისი შვილი გორის #7 საჯარო სკოლაში სწავლობს. ეს ერთ-ერთი ის სკოლაა, რომელსაც სამედიცინო კაბინეტიც აქვს და ექიმიც ჰყავს. განსხვავებული ვითარებაა გორის #3 მესამე საჯარო სკოლაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სამედიცინო კაბინეტი არ აქვს, თუმცა მედპერსონალი ჰყავს.

„აუცილებელია, რომ ყველა სკოლაში იყოს ექიმი, თუმცა ისეთი კი არა, ეკონომისტის დიპლომი რომ აქვს კარგ შემთხვევაში, და ცუდ შემთხვევაში – საერთოდ საშუალო განათლებაც არა აქვს, არც ტექნიკური. მას უნდა ევალებოდეს არა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, არამედ პირადი ჰიგიენის, სექსუალური განათლების და მსგავსი საკითხების სწავლება მოსწავლეებისათვის“, – გვითხრა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მარტა ბიბილაშვილმა.

untitled2

საქართველოს სხვა ქალაქებისა და მუნიციალიტეტების მსგავსად, გორში ისეთი სკოლებიც არის, სადაც არც სამედიცინო კაბინეტი ფუნქციონირებს და არც ექიმის/ექთნის შტატი არსებობს. მშობელთა ნაწილის ინფორმაციით, ასეთ სკოლაში მოსწავლეებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მანდატურებს ევალებათ.

ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას მანდატურის სამსახური და დირექტორი გააკონტროლებს

გვანცა დოლუაშვილი – გორი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური