GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი – II ნაწილი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევის მეორე ნაწილი გამოაქყვენა.

იხილეთ გზამკვლევის II ნაწილი

გზამკვლევის II ნაწილის ძირითადი თემა შიდასასკოლო შეფასებაა. უფრო კონკრეტულად, იგი გვთავაზობს რეკომენდაციებს მასწავლებლის მიერ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ გათვალისწინებული სავალდებულო და დამატებითი აქტივობების განხორციელებისა და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ მათი შეფასების შესახებ.

შესაბამისად, მასწავლებლის სახლის განმარტებით, გზამკვლევი განკუთვნილია სქემაში ჩართული ყველა საჯარო და კერძო სკოლისთვის, კერძოდ კი, მასწავლებლებისთვის, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორებისთვის, მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და, რა თქმა უნდა, განათლების სფეროში მოღვაწე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გზამკვლევი დახმარებას გაუწევს თითოეულ მასწავლებელს, კარგად გაიაზროს, რას გულისხმობს სქემით გათვალისწინებული ესა თუ ის აქტივობა, რა არის მისი დანიშნულება და სთავაზობს რეკომენდაციებს მათი განხორციელებისთვის. გარდა ამისა, გზამკვლევი აწვდის მკითხველს კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა სახის და რა შინაარსის შემცველი დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა განათავსოს მან საკუთარ პროფესიულ საქაღალდეში იმისათვის, რომ შეფასების შედეგად სტატუსის შესანარჩუნებლად ან უფრო მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო კრედიტქულები მოიპოვოს.

შიდა საგაკვეთილო დაკვირვების ნაწილში ამ ეტაპზე გზამკვლევი ეხება მხოლოდ სამოდელო გაკვეთილის შეფასებას, აღვწერთ შესაბამის პროცედურებს, ასევე წარმოდგენილია სამოდელო გაკვეთილის ტიპოლოგიას და შეფასების რუბრიკებს სათანადო განმარტებებით.

გზამკვლევი სთავაზობს მასწავლებლებს და შეფასების ჯგუფის წევრებს აქტივობების შეფასების კრიტერიუმებსა და რუბრიკებს, მათ შორის სამოდელო გაკვეთილის შეფასების რუბრიკას, რომელთა გამოყენებითაც მასწავლებლის შეფასების ჯგუფი განახორციელებს თითოეული მასწავლებლის შეფასებას სკოლის დონეზე – შეაფასებს წამყვანი მასწავლებლის (მომავალში – მენტორისაც) სამოდელო გაკვეთილს, ასევე თითოეული მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეს. გარდა ამისა, ცენტრის ცნობით, ეს ინსტრუმენტები და მათი განმარტებები დაეხმარება მასწავლებლებს იმის განსაზღვრაში, თუ რომელი აქტივობის განსახორციელებლად არიან ისინი მზად, ასევე ამ აქტივობების ხარისხიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მასწავლებელთა განვითარების ახალი სქემის გზამკვლევის პირველი ნაწილი

რა კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა პედაგოგებს? – თვითშეფასების კითხვარი დამტკიცდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური