GE

მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით – გამოცდები 2018

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გახდა ცნობილი. აბიტურიენტებისთვის ასევე გამოქვეყნდა მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით. ცხრილში საგრანტო ქულის გარდა მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა სტუდენტმა მოიპოვა გრანტი ამა თუ იმ საგანში.

იხილეთ 2018 წლის მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით

შეგახსენებთ საგრანტო ქულის გამოთვლის წესს – ზოგადი უნარების სკალირებული ქულა მრავლდება 1,5-ზე, ემატება დანარჩენი 3 გამოცდის სკალირებული ქულა და მრავლდება 10-ზე.

თუ აბიტურიენტს ჩაბარებული აქვს კონკრეტული აკადემიური პროგრამისთვის დაწესებული ორი ან რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა, შესაბამის პროგრამაზე მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისთვის, აბსოლუტური ქულებით რანჟირება ხორციელდება იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი მოიპოვებს აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას.

იხილეთ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური