GE

მთის ფაკულტეტის შექმნისთვის 150 ათასი ლარი დაიხარჯება

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ, მთავრობამ განკარგულება გამოსცა, სადაც ერთ-ერთი მუხლი ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის შექმნას და დაფინანსებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა გამოეყოს 550 000 ლარი სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვისაც.

მთავრობის ინიციატივით მთის ფაკულტეტი იქმნება

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური