GE

Novelty today შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს

სოციალური პლატფორმა Novelty today შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს.

კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტებისთვის, Novelty Today-ის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.

კომპანია იბსუ-ის სტუდენტებს ტრენინგებს, ვაკანსიებსა და დასაქმების პერსპექტივით, ანაზღაურებად სტაჟირებებს სთავაზობს.

კომპანია სტუდენტებს სთავაზობს, გახდნენ სილიკონ ველზე მოქმედი startup-ის პირველი ოცი დასაქმებულიდან ერთ-ერთი. კომპანია მუშაობს მობაილ აპლიკაციებზე, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია AppStore-სა და Google Play-ში.

Novelty Today სტენდფორდში დაფუძნებული სოციალური პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება დასაქმდენენ საერთაშორისო ბაზარზე და მიიღონ გამოცდილება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური