GE

„ოქტომბრის შემდეგ მიხეილ ბატიაშვილი პოსტზე აღარ იქნება“ – ვინ ჩაანაცვლებს განათლების მინისტრს?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ამჟამინდელი მინისტრი ოქტომბრის შემდეგ ამ პოსტზე უკვე აღარ იქნება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს სანდო წყარო უყვება, ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეიცვალოს.

მისივე ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია გაერთიანებული სამინისტროს დაშლა და კულტურისა და სპორტის მიმართულების კვლავ ცალკე გამოყოფაც.

რაც შეეხება ბატიაშვილის შემცვლელს, კანდიდატურა ამ მომენტისთვის ცნობილი არ არის.

მიხეილ ბატიაშვილი მინისტრის პოსტს 1 წლისა და თვეების განმავლობაში იკავებს. ის ამ პოსტზე 2018 წლის 12 ივლისს წარადგინეს და მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძე მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდა განათლების სისტემაში რეფორმის განხორციელების კუთხით.

ერთი რამ კი უდავოა, მიხეილ ბატიაშვილი ნამდვილად დარჩება ქართული განათლების სისტემისთვის სკოლის გამოცდების გამაუქმებელ მინისტრად, ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ცვლილებაა მისი მინისტრობისას, რის გამოც ის მოსწავლეებმა მადლიერების ნიშნად, თავიანთი სმარტფონების ეკრანებზეც კი გამოსახეს. გამოცდების გაუქმების რეალურ შედეგებს კი რამდენიმე წელიც არ დასჭირდება და გავიგებთ, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ახალი სკოლის შექმნის წინაპირობა, თუ პირიქით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური