GE

პრემიერმა მიხეილ ბატიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატად წარადგინა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის კანდიდატად მიხეილ ბატიაშვილი წარადგინა.

,,მიხეილ ბატიაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს წრეებში, მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში და რეფორმაში, რასაც ვგეგმავთ არის ხუთდონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და, რაც მთავარია, განათლებასა ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას. დარწმუნებული ვარ ჩვენი მხარდაჭერით მიხეილ ბატიაშივლი შეძლებს ამ ძალიან მნიშვნლოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

განახლებული მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა.

ვინ არის მიხეილ ბატიაშვილი, რომელიც შესაძლოა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გახდეს

მიხეილ ბატიაშვილი: ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უსწრაფეს პერიოდში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური