GE

„პედაგოგიური უნივერსიტეტის გახსნის ინიციატივა უალტერნატივოა, მისი გაუქმება დანაშაული იყო“

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პედაგოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველოში პედაგოგიური უნივერსიტეტი დაარსდეს და რომელიც პირველ ეტაპზე, შესაძლოა, რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნას.

„პედაგოგიური ინსტიტუტი რომ გაუქმდა, ეს იყო დანაშაული, ფაქტიურად იმ ახალ თაობებს, რომელიც უნდა გაჩენილიყო ამ პროფესიაში, დავუკეტეთ გზა. წელს გვინდა და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არ ვიცით, ჯერ რა ფორმით. შეიძლება, რომ ასე დამოუკიდებლად არა, მაგრამ აუცილებლად სადღაც უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ გრძელვადიანად ვლაპარაკობთ ამ სფეროს განვითარებაზე, რაც არ უნდა სკოლები გვქონდეს და კარგად გავარემონტოთ, ყველაფერი დადის კლასზე. რეალურად, რაც კლასში ხდება თითოეულ ბავშვთან, ეს არის განათლება, ამიტომ იმედი გვაქვს, წელს აქაც სიახლე გვექნება, რომ რომელიმე უნივერსიტეტის ბაზაზე რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. არის მასწავლებლის  სახლი, რომელიც ბევრი რამეს აკეთებს იგივე პედაგოგთა გადამზადების კუთხით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ძალიან ბევრი რესურსი წავა ამ მიმართულებით. საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ამ ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრაზე.

რატომ იყო შეცდომა პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმება?!

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური