GE

„პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მთავარი ამოცანა ამ მოჯადოებული ჯაჭვის გარღვევა იქნება“

„გვაქვს ცოტა არარეალისტური სიტუაცია – ბიზნესი და ორგანიზაციები განიცდის კადრების შიმშილს და მეორე მხრივ, განათლების სისტემა უშვებს კადრებს, რომელიც ვერ აღწევს რეალურად ამ ბიზნესთან“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებში იქნება თუ პროფესიულ სასწავლებლებში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მოჯადოებული ჯაჭვის აღმოფხვრა და გარღვევა იქნება.

„რეალურად, გვაქვს მოთხოვნა-მიწოდების პრობლემა. საგანმანათლებლო სისტემა – არ აქვს მნიშვნელობა, ამაზე სახელმწიფო რესურსი იხარჯება თუ კერძო, მიმართულია იმისთვის, რომ რეალურად ადამიანს აქვს სამსახურის მოძებნის პრობლემა. პროფესიულის მიმართულება აუცილებლად გაძლიერდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სიახლე ამ ნაწილში რაც იქნება, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ასოციაციების, პროფესიული მიმართულების გაერთიანებების  ჩართვა  და ბიზნესის რაც შეიძლება აქტიური მონაწილეობა იქნება. ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ  როდესაც სწორ სისტემას აწყობ, პირველი, სახელმწიფოსთან ერთად დაინტერესებული მხარე არის ბიზნესი, რომელიც დაინტერესებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებით. კადრების იმდენად მნიშვნელოვანი დეფიციტია ბევრ სფეროში, რომ ბიზნესიც მზად არის ამაში ინვესტირება გააკეთოს. ამიტომ, ჩვენი მიზანი იქნება როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი სასწავლებლების მხრივ რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ ცუდი შუალედი, რომელიც არსებობს. ამხელა რესურსი იხარჯებოდეს პროფესიულ განათლებაში და შედეგს ვერ ვიღებდეთ, მიუღებელია. ჩვენ უნდა ავიღოთ ორიენტაცია პირდაპირ ევროპულ სტანდარტზე. რასაც გავაკეთებთ, ბარემ გავაკეთოთ ხარისხიანად და მივიდეთ მნიშვნელოვან შედეგამდე“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

მოამზადა გიორგი ხუხიამ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური