GE

პროფესიული სასწავლებლები, რომელთაც სტუდენტთა საშემოდგომო მიღება საერთოდ არ ჰქონიათ

გუშინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა პროფესიული განათლების მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე პროცესში მყოფი და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე თქვა, რომ პროფესიული განათლებით 40–ათასზე მეტი უატესტატო ახალგაზრდის დაინტერესება სურს. ისაუბრეს ამ მიმართულებით გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებსა და იდეებზე, რომლის შესრულების ტემპიც სამომავლოდ გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 48 მილიონ 690 ათასი ლარით განისაზღვრა, საიდანაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას 18 მილიონი მოხმარდება. ეს თანხა გაზრდილია წინა წლებისგან განსხვავებით. 2018 წელს 43.8 მილიონი ლარი იყო პროფესიულ განათლებაზე გამოყოფილი, 2017 წელს კი 36.5 მილიონი. ამ ფონზე, როგორც აღმოჩნდა, არა ერთი კერძო თუ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯს ბოლო, შემოდგომის მიღებაზე, პროფესიულ სტუდენტთა მიღება საერთოდ არ ჰქონია.

EDU.ARIS.GE წერდა პროფესიულ სასწავლებლებში მიღებულ სტუდენტთა რაოდენობაზე, ასევე პოპულარულ პროფესიებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად ირჩევენ პროფესიული სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველნი.

ამჯერად ჩვენ დავინტერესდით, იმ ფონზე როდესაც, სახელმწიფო და საგრანტო დაფინანსების დიდი წილი მიემართება პროფესიული სასწავლებლებისკენ, თუ არსებობს დაწესებულებები, რომლებსაც სტუდენტები არ მიუღიათ 2018 წელს. თუ სტუდენტებს არ იღებს უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მას სახელმწიფო თანხას მაინც ურიცხავს, თუმცა საინტერესოა, ალბათ, ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთაც მიღება არ ჰქონიათ.

EDU.ARIS.GE    სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა იმ სასწავლებლების სია, რომლებსაც 2018 წელს მიღება არ ჰქონია.

გთავაზობთ სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების სიას, რომლებიც ახორციელებდნენ პროფესიულ პროგრამებს 2013-2018 წლებში და არ მიუღიათ პროფესიული სტუდენტები 2018 წლის შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი).

მათ შორის არის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიული სასწავლებლები.

1. აჭარა. ბათუმი. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი. კერძო.

2. აჭარა. ბათუმი. შავი ზღვის ბიზნესის აკადემია. კერძო.

3. აჭარა. შუახევი. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი. კერძო.

4. თბილისი. გლდანი-ნაძალადევი. შპს – თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი “გარანტი”. კერძო.

5.თბილისი. გლდანი-ნაძალადევი შპს – საზოგადოებრივი კოლეჯი XXI საუკუნე. კერძო.

6. თბილისი. დიდუბე-ჩუღურეთი. ბუღალტერთა მომზადების ცენტრი. კერძო.

7. თბილისი. ვაკე-საბურთალო. ახალი პროფესიული კოლეჯი. კერძო.

8. თბილისი. ვაკე-საბურთალო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სახელმწიფო.

9. თბილისი. ვაკე-საბურთალო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო.

10. თბილისი. ვაკე-საბურთალო. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. კერძო.

11. თბილისი. ვაკე-საბურთალო. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო

12. თბილისი. ვაკე-საბურთალო. შპს – “მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი”. კერძო.

13. თბილისი. ვაკე-საბურთალო. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. კერძო.

14. თბილისი. ისანი-სამგორი. საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი. კერძო.

15. თბილისი. ისანი-სამგორი. შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი. კერძო.

16. თბილისი. ძველი თბილისი. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. სახელმწიფო.

17. თბილისი. ძველი თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.კერძო.

18. იმერეთი. სამტრედია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი. სახელმწიფო.

19. იმერეთი. ქუთაისი. მრავალდარგოვანი საზოგადოებრივი კოლეჯი “მედიკ-ფორტე”. კერძო.

20. იმერეთი. წყალტუბო. აგრობიზნესისა და აგროეკოლოგიის საზოგადოებრივი კოლეჯი. კერძო.

21. კახეთი. საგარეჯო. პროფესიული კოლეჯი ფერმერთა სკოლა. კერძო.

22. კახეთი. საგარეჯო. შპს ილია – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ.საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი. კერძო.

23. სამეგრელო-ზემო სვანეთი. ზუგდიდი. “ინტელექტი”. კერძო.

24. სამეგრელო-ზემო სვანეთი. ფოთი. შპს – “ლაზიკა”. კერძო.

25. სამცხე-ჯავახეთი. ახალციხე. ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯი. კერძო.

26. სამცხე-ჯავახეთი. ახალციხე. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სახელმწიფო.

27. ქვემო ქართლი. რუსთავი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. შპს ზვიად გამსახურდიას სახელობის დავით მენაფირის სკოლა “ლამპარი”. კერძო.

28. ქვემო ქართლი. რუსთავი. შპს – “ლაზარე+”. კერძო.

29. შიდა ქართლი. გორი. გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. კერძო.

30. შიდა ქართლი. ქარელი. ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლა. სახელმწიფო.

ამავე თემაზე:

რომელი პროფესიული სასწავლებლები ლიდერობენ ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობით

რომელ პროფესიებს ირჩევენ ყველაზე ხშირად პროფესიული სტუდენტები – საშემოდგომო მიღების შედეგები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური