„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ არა შიმშილობით“
კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მასწავლებელი და სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილე მაია ეკალაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღარ იშიმშილებს და პროტესტი გაგრძელდება.
ის ამ წუთებშიც განათლების სამინისტროსთან იმყოფება და პროტესტის სამომავლო ნაბიჯებზე კოლეგასთან და ასევე დირექტორობის კონკურსის მონაწილე დავით ფერაძესთან ერთად მსჯელობს.
პედაგოგები ხაზგასმით აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება.
“ჩემი კლინიკაში გადაყვანის მიზეზი იყო თავბრუსხვევები, რამდენჯერმე თვალთ დამიბნელდა. ასევე ის, რომ მეტყველებაში შეფერხებები დამეწყო, ეს სიმპტომები შეამჩნიეს მეგობრებმა. გარკვეული პრეპარატები მივიღე, დღეს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ არა შიმშილობით. ფორმებზე მოვილაპარაკებთ, რა უფრო ეფექტური იქნება იმისათვის, რომ ჩვენი ბავშვები გათავისუფლდნენ აი, ასეთი არაადამიანური მმართველებისგან და სწორედაც რომ ბავშვისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიიღონ ამ ადამიანებმა”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში მაია ეკალაძემ.
როგორც დავით ფერაძე EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, ის თავადაც მომხრე იყო, რომ მაია ეკალაძეს პროტესტის უკიდურესი ფორმა შეეწყვიტა, რადგან თვლის, რომ შიმშილობა სამინისტროსთვის “არაფერს ნიშნავს”.
“დისკომფორტს განიცდიან პროტესტის ვიზუალურ ნაწილზე, მაგრამ შიმშილობას ვიზუალი არ აქვს და მათ არ აწუხებთ… ამიტომ, მე ვთხოვდი მაიას, რომ ეს უკიდურესი ფორმა შეეწყვიტა. მარტო შიმშილობის ნაწილს ვაგდებთ, პროტესტი გაგრძელდება ჩვეულებრივად”, – ამბობს დავით ფერაძე.
გიორგი ამილახვარის უწყებასთან მასწავლებლების უწყვეტი აქცია სკოლის დირექტორთა კონკურსის „უსამართლო შედეგების აღიარებისა და გამოსწორების მოთხოვნით“ არაერთი დღეა მიმდინარეობს.
ასევე იხილეთ:
„ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე თქვენთან“ – მოშიმშილე პედაგოგი მოსწავლეებს
ავტორი: კესო კვაჭაძე, edu.aris.ge
-
დადგინდა როგორ და რა მიმართულებით იმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკოორდინაციო საბჭო – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელმწიფოს მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონცენტრირებული იყვნენ სახელმწიფო დაკვეთაზე“
by ARIS.GE-განათლება