ქართულისა და უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი – გამოცდები 2016
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართულისა და უცხოური ენების გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. სტატისტიკური ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს.
ანალიზის მიხედვით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაფიქსირებული ქულა არის 79.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გათანაბრების შედეგად ოთხივე ვარიანტში გადალახა აბიტურიენტთა 96,28%-მა.
ქართული ენისა და ლიტერატურის სტატისტიკური ანალიზი
რაც შეეხება უცხოური ენის გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს, ინგლისურში, რუსულსა და გერმანულ ენაში დაფიქსირებული მაქსიმალური ქულაა 100, გრანგულში კი 99.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გათანაბრების შედეგად უცხოურ ენებში გადალახა აბიტურიენტთა 95,30%-მა.
უცხოური ენების სტატისტიკური ანალიზი
აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი “ნედლი” ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)
- როგორ უნდა იმუშაოს აბიტურიენტმა პასუხების ფურცელზე – NAEC-ის რჩევები უცხოური ენის გამოცდისთვის by რჩევები
- როგორ ჩავირიცხებით სამაგისტრო პროგრამაზე – შეფასების სისტემა, მინიმალური და მაქსიმალური ქულები და გრანტის გამოთვლის წესი by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
- 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საბოლოო შედეგები ცნობილია – სია by ARIS.GE-განათლება