GE

როგორ უნდა მოიქცეს გრანტის მისაღებად სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე ჩაბარებისას აბიტურიენტი

2020 წლის აბიტურიენტებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ისინი განსხვავებული მოდელით ჩააბარებენ. უკვე გამოქვეყნდა იმ საგნების ჩამონათვალიც, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე სავალდებულო საგნებთან ერთად, არჩევით საგნად/საგნებად დააწესეს უმაღლესმა სასწავლებლებმა.

როგორც საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსხვავებული პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ იმ აპლიკანტებმა, რომლებსაც სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე სურთ ჩარიცხვა. ასეთი აბიტურიენტებისთვის გრანტის მიღების პრინციპი განსხვავებულად განისაზღვრა.

“უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად მათთვის სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბარონ ქართული ენა და უცხოური ენა, ხოლო თუ სურთ გრანტის მიღება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ირჩევენ მე-4 საგნად მათემატიკას ან ისტორიას”, – აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა, თუმცა რჩება კითხვა – იმ ჩამონათვალში, სადაც მოცემულია რომელ მიმართულებაზე რომელი საგნები ბარდება, რატომ არის სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების გასწვრივ ისტორია/მათემატიკის ველი მონიშნული სავალდებულო საგანთა რიცხვში?

შეგახსენებთ, რომ სხვა აბიტურიენტებისთვის (გარდა ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის) ისტორიის/მათემატიკის გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა ქართულ ენასა და უცხო ენასთან ერთად.

ამავე თემაზე:

რომელი 4 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს ჯანდაცვის პროგრამებზე 2020 წელს – დოკუმენტი

რომელ უნივერსიტეტში და რა მიმართულებაზე დარჩა უნარების გამოცდა სავალდებულოდ ან არჩევითად – სია

რა პრინციპით მოხდება აბიტურიენტის ჩარიცხვა ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე – გამოცდები 2020

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური