GE

რა შემთხვევებში დააკლდება აბიტურიენტს ქულა ქართულ ენასა და ლიტერატურაში – გამოცდები 2019

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტების ფორმატის ცვლილებამ განსხვავებულად განსაზღვრა აბიტურიენტების ნაშრომების შეფასების კრიტერიუმებიც. ამ შემთხვევაში კი საუბარი გვაქვს მხატვრული ტექსტის ანალიზზე. ეს დავალება აბიტურიენტებს ბოლო, მესამე დავალებად ექნებათ საგამოცდო ტესტში.

იხილეთ, როგორ შეაფასებენ გამსწორებლები 2019 წლის აბიტურიენტების დავალებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, კრიტერიუმების განმარტება და ქულების ცხრილი:

I კრიტერიუმი აფასებს კითხვის უნარს. აბიტურიენტს მოეთხოვება მოცემული ტექსტის ადეკვატური გაგება. შესაბამისად, ქულებიც იმის მიხედვით იწერება, რამდენად ღრმად გაიაზრა აბიტურიენტმა ავტორის მთავარი სათქმელი და მიზანდასახულობა.

II კრიტერიუმი აფასებს, რამდენად კარგად არის ორგანიზებული (მოწესრიგებული) ტექსტი, დაყოფილია თუ არა აბზაცებად. ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, მსჯელობის თანამიმდევრულობასა და სიმწყობრეს გულისხმობს. აბიტურიენტს იმ შემთხვევაში აკლდე ბაქულა, თუ ნაშრომი საერთოდ არ არის დაყოფილი აბზაცებად ან ყოველი სტრიქონი აბზაცით იწყება; ასევე, თუ სათანადოდ არ არის ორგანიზებული (მაგალითად, პოეტური ტექსტის ციტირებისას ლექსის სტრიქონები პროზაული ტექსტის მსგავსად არის მოცემული). ამ კრიტერიუმით ფასდება ისიც, თუ რამდენ მითითებას უპასუხებს ნაშრომი – სამივეს, ორს თუ ერთს.

III კრიტერიუმი აფასებს იმას, რამდენად ადეკვატურად არის გააზრებული დავალების პირობა. აბიტუ რიენტს ევალება შეასრულოს ის კონკრეტული დავალება, რომელიც მითითებებით არის განსაზღვრული. აბიტურიენტს ქულა დააკლდება საკითხიდან გადახვევის ან შეუსაბამო ფაქტებისა თუ მოსაზრებების დამოწმების შემთხვევაში (მაგალითად , „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის შესახებ მსჯელობისას აბიტურიენტმა დაიმოწმა ამერიკელი მწერლის, ჰენრი ტოროს, მოსაზრება, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა დავალების პირობ ასთან).

I V კრიტერიუმი აფასებს, რამდენად კარგად არის სათქმელი დასაბუთებული და გამყარებული ტექსტური მასალით. ეს კრიტერიუმი გულისხმობს აბიტურიენტის მოსაზ რებების კონკრეტული მაგალითებით დასაბუთებას, აგრეთვე იმასაც, რომ არგუმენტები მყარი და დამაჯერებელი იყოს, თუმცა არ არის სავალდებულო, ემთხვეოდეს საყოველთაოდ აღიარებულ თვალსაზრისს.

V კრიტერიუმი აფასებს ტექსტის მხატ ვრული თავისებურებების აღქმის უნარს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტროპული მეტყველების ნიმუშების ამოკრებას მოცემული ტექსტიდან, არამედ, პირველ რიგში, ავტორის ინდივიდუალური სტილის შესახებ მსჯელობას.

VI კრიტერიუმი აფასებს, რამდენად ნათლად და მკაფიოდ გამოვლინ და აბიტურიენტის დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება; ანუ ეს კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ აბი ტურიენტმა უნდა შეძლოს ინდივიდუალური თვალთახედვის, პიროვნული პოზიციის ჩამოყალიბება. ამ კრიტერიუმით აბიტურიენტი ვერ დაიმსახურებს ქულას, თუ დაწერს ე. წ. ტრაფარეტულ, დაზეპირებულ თხზულებას ან თუ ვერ გამოავლენს წიგნიერებას, რაც სულაც არ ნიშნავს ლიტერატურული პარალელების გავლებასა და არასაპროგრამო ნაწარმოებების 2 ციტირებას. პირიქით, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეუსაბამო პარალელი ან შეუფერებელი ციტატის დამოწმება ქულის დაკლებას გამოიწვევს.

VII კრიტერიუმი ფაქტობრივი სიზუსტის შეფასებას ითვალისწინებს, ანუ იმის განსაზღვრას, არის თუ არა დაშვებული ნაშრომში ფაქტობრივი შეცდომები.

VIII კრიტერიუმი აფასებს, რამდენად შეძლო აბიტურიენტმა აზრის ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდ გამოხატვა, აგრეთვე, დასმული ამოცანის ადეკვატური სტილის შერჩევა. ეს კრიტერიუმი იმასაც გულისხმობს, რომ ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს სალიტერატურო ენით, არ გვხვდებოდეს დიალექტიზმები, ბარბარიზმები, ჟარგონული სიტყვები და გამოთქმები (მაგ., მოღალატემ ქართველები ჩაუშვა); ადეკვატურად უნდა იყოს შერჩეული ლექსიკა; აბიტურიენტს უნდა შეეძლოს მრავალფეროვანი ენობრივი საშუალებების გამოყენება, რაც თავიდან ააცილებს ტავტოლოგიებს, უხეშ კალკებს (მაგ., არ უნდა იყოს გამოყენებული კანცელარიზმები). გარდა ამისა, ხარვეზად ჩაითვლება მაღალფარდოვნება და ფუჭსიტყვაობა.

IX კრიტერიუმი აფასებს, რამდენად შეძლო აბიტურიენტმა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა და სინტაქსური კონსტრუქციების სწორად აგება.

X კრიტერიუმი აფასებს პუნქტუაციის წესების ცოდნას.

იხილეთ ცხრილი, რამდენ შეცდომაზე რა ქულა დაიწერება გამსწორებლის მიერ მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასებისას

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების პარალელურად გამოაქვეყნა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ნიმუშიც:

ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებების ნიმუში

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეცვლილი ტესტების ნიმუშები საგნების მიხედვით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური