რა უნდა გვქონდეს განათლებაში 2025-2028 წლებისათვის – განათლების სამინისტროს ძირითადი მიმართულებები ცნობილია
ივნისის ბოლომდე საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ „ინფორმაციას ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2025-2028 წლებისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებები აქვს გაწერილი, საიდანაც ნაცნობ საკითხებთან ერთად, ახალი მიზნები და გეგმებიც იკითხება.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძირითად მიმართულებებს – საერთო გეგმები, სკოლამდელი და ზოგადი განათლება:
საერთო გეგმები:
განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის ზრდა;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება, რომელიც გულისხმობს სისტემურ ცვლილებებს განათლების ყველა მიმართულებისა და საფეხურისთვის;
საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის კავშირის გაძლიერებას;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისი სფეროს/დარგის/მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;
სამინისტროს კომპეტენციის სფეროში/დარგში/მიმართულებაში გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა;
საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერა, ქართველოლოგიისა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განვითარება, მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში ჩართვა და შესაბამისი პროექტების განხორციელება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასება, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად;
ზოგადი განათლების სისტემაში უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული ახალი მოდელის, აგრეთვე ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა;
სკოლებში თანამედროვე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება;
მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შრომის ღირსეულ ანაზღაურებაზე ზრუნვა;
სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა; მონიტორინგის გზით ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, ხარისხის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ყველა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობის გაძლიერება;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბება განათლების სისტემაში ბიზნეს პროცესების ეფექტიანი მართვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის;
ახალგაზრდების მიერ შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლების მიღების, მათი დასაქმებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;
საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელსეწყობა და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა კვლევების ჩატარება;
საერთაშორისო კვლევების (შეფასებების) განხორციელების უზრუნველყოფა;
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ განათლების კომპონენტის განხორციელების ხელშეწყობა.
სკოლამდელი და ზოგადი განათლება
ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა;
ზოგადი განათლების სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვა;
ადრეული და სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტების და პროცედურების დამტკიცება და დანერგვა, მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება სტანდარტების დასაკმაყოფილებლად;
2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა საჯარო სკოლის ავტორიზაციის უზრუნველყოფა;
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა და განვითარება, გადამუშავებული საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა;
დანერგილი ფართომასშტაბიანი სასკოლო შეფასების სისტემა; ელექტრონული რესურსების განვითარება.
ახალი სახელმძღვანელოების შექმნა და გრიფირების განახლებული პროცედურები.
ინკლუზიური განათლების კომპონენტები სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.
ბილინგვური სწავლების განსხვავებული მოდელის დანერგვა არაქართულენოვან სკოლებში.
სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
მანდატურების, ასევე უსაფრთხოების დაცვაზე უფლებამოსილი პირების გადამზადების პროგრამების განხორციელება.
მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი წესის შემუშავება, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება, მათი პროფესიული საჭიროებების შესაბამისად;
სწავლების დისტანციური და ჰიბრიდული მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დახვეწა;
სწავლა-სწავლების პროცესში საჯარო სკოლებში ტექნოლოგიების გამოყენებისა და დისტანციური სწავლების როლის გაძლიერება და მრავალფეროვანი ციფრული რესურსებისა და დამხმარე სასწავლო მასალების შექმნა/დანერგვა;
სკოლებში თანამედროვე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება;
სკოლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით;
მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შრომის ღირსეულ ანაზღაურებაზე ზრუნვა;
საჯარო სკოლების დირექტორების პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გასაუმჯობესებლად სკოლების დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
იმ მოსწავლეების სკოლებში ტრანსპორტირების ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა), სადაც სკოლები არ ფუნქციონირებს და სოფლებს/დაბებს შორის დიდი მანძილია, აგრეთვე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები;
სასკოლო ინიციატივების წახალისება;
გაგრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება. 2024 − 2028 წლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობა, მათ შორის 2024 წელს დასრულდება 85 საჯარო სკოლის მშენებლობა, განხორციელდება 965-მდე სკოლის რეაბილიტაცია და 120 საჯარო სკოლის სრული რეაკონსტრუქცია/რეაბილიტაცია.
EDU.ARIS.GE მთავრობის მიზნებს პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით ცალკე სტატიის სახით შემოგთავაზებთ.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება