GE

რაში დახარჯა განათლების სამინისტრომ 2023 წლის ბიუჯეტი – შესრულება 100.1%-ია

2023 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი დაფინანსება/ბიუჯეტი ას პროცენტზე მეტით შეასრულა. ამის შესახებ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში განიხილება.

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 2023 წლის 12 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 078 780.7 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ – 2 081 244.2 ათასი ლარი, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 383 898.8 ათასი ლარით მეტია.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ათვისებული თანხების მოცულობებს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით:

ქვეყნის მასშტაბით არსებული 2 078 საჯარო და 205 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასაფინანსებლად მიიმართა 1 136.3 მლნ ლარი.

საგანმანათლებლო დაწესებულების 1 742 მანდატური უზრუნველყოფდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას 719 საჯარო, 1 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

განხორციელდა თბილისის 35 საჯარო 10 806 მოსწავლის, 12 სკოლის 419 შშმ და სსსმ სტატუსის მქონე, ეტლით მოსარგებლე მოსწავლის ტრანსპორტირებით მომსახურება, ასევე დაფინანსდა 56 მუნიციპალიტეტი მოსწავლეებისათვის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვის მიზნით (1 119 საჯარო სკოლის 73 726 მოსწავლე);

პროფესიული განათლების დასაფინანსებლად 103.3 მლნ ლარი, სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების დაფინანსებისა და ახალგაზრდების წახალისების მიზნით მიმართულ იქნა 112.4 მლნ ლარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის მიზნით – 18.7 მლნ ლარი, ხოლო ინკლუზიური განათლების დასაფინანსებლად – 45.4 მლნ ლარზე მეტი.
ამასთან, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით მიმართული იქნა 71.3 მლნ ლარამდე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: დასრულდა 4 საჯარო სკოლის მშენებლობა და მიმდინარეობდა 5 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები; დასრულდა 16 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და მიმდინარეობდა 4 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები;

185 საჯარო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ნაწილობრივი სარეაბილიტაცუო სამუშაოები; საქართველოს რეგიონებში დიზაინ ბილდის კონცეფციით 2 საჯარო სკოლაში დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, 73 სკოლაში მიმდინარეობდა საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობისწინა მოსამზადებელი სამუშაოები, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია 99 საჯარო სკოლაში, დანარჩენ სკოლებზე მიმდინარეობდა საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და რეაბილიტაციის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: დასრულდა 4, მიმდინარეობდა 2 და დაიწყო 7 საჯარო სკოლის მშენებლობა;

დასრულებულია 13, მიმდინარეობდა 4 და დაწყენულია 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ასევე დაწყებულია 4 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირება, ხოლო დასრულებულია – 3; 17
2 079 საჯარო სკოლა აღიჭურვა რაგბის ინვენტარით, 2 080 საჯარო სკოლა – 3 906 ერთეული სადემონსტრაციო ჭადრაკის დაფით, 420 საჯარო სკოლა – 55 869 ერთეული მერხით და სკამით, 58 საჯარო სკოლა – საოფისე ავეჯით, 558 საჯარო სკოლა – 3 895 ერთეული სასკოლო დაფით, 2 საჯარო სკოლა – ფარდა-ჟალუზებით და სხვადახვა სახის ინვენტარით, 209 საჯარო სკოლა – 1 392 პერსონალური კომპიუტერით, 205 საჯარო სკოლა – 276 ერთეული პრინტერით, დაფინანსებულია 42 საჯარო სკოლა სხვადასხვა სახის ინვენტარის აღჭურვის მიზნით;

განხორციელდა 5 პროფესიულ სასწავლებელში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო დასრულდა 3 სახელოსნოს მშენებლობა.

სრული რეაბილიტაცია ჩუატარდა 16 სკოლას; სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია 185 სკოლაში და მიმდინარეობდა 99 საჯარო სკოლაში; დასრუ განათლების სფეროს დასაფინანსებლად გეგმა განსაზღვრული იყო 2 323 150.3 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ კი შეადგინა 2 324 435.1 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის 100.1%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 11.1%, მათ შორის:

  • სკოლამდელი აღზრდის დაფინანსებამ შეადგინა 86 048.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (85 976.9 ათასი ლარი) 100.1%-ს შეადგენს;
  • ზოგადი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 1 365 504.1 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (1 365 571.0 ათასი ლარი) 100.0%-ს შეადგენს;
  • პროფესიული განათლების დაფინანსებამ შეადგინა 110 711.7 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის (108 975.4 ათასი ლარი) 101.6%;
  • უმაღლესი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 160 555.6 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (148 127.8 ათასი ლარი) 108.4%-ს შეადგენს;
  • უმაღლესის შემდგომი განათლების დაფინანსებამ შეადგინა 1 294.3 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (58.7 ათასი ლარი) 2 204.9%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროს დამხმარე მომსახურების დაფინანსებამ შეადგინა 387 795.0 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (399 496.8 ათასი ლარი) 97.1%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში გამოყენებითი კვლევების დაფინანსებამ შეადგინა 68 236.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (67 836.6 ათასი ლარი) 100.6%-ს შეადგენს;
  • განათლების სფეროში სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობის ასიგნებების დაფინანსებამ შეადგინა 144 289.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის (147 107.1 ათასი ლარი) 98.1%-ს შეადგენს.

მიმოხილვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებებიდან, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულელაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილმა თანხამ 1 000 000 – ლკარი შეადგინა.

ასევე იხილეთ:

რა უნდა გვქონდეს განათლებაში 2025-2028 წლებისათვის – განათლების სამინისტროს ძირითადი მიმართულებები ცნობილია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური