GE

რატომ ვერ აჯილდოებს განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015–16 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ამის მიზეზი კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის არაჯეროვანი მუშაობაა.

EDU.ARIS.GE-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლების დამზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, გასული წლის დეკემბრის თვეში მედლები წარმოადგინა, თუმცა ის არ შეესაბამებოდა მოთხოვნებს და ამიტომ უკან დაუბრუნდა კომპანიას. 

“ამ ეტაპზე ხელახალი დამზადება მიმდინარეობს და შესაბამისად, თარიღს, თუ როდის იქნება მედლებით დაჯილდოება ვერ დაგიზუსტებთ”,– განმარტეს სამინისტროში.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, მედლები დეკემბრის თვეში უნდა დარიგებულიყო, თუმცა იანვრის პირველი კვირის შემდეგაც კი წარჩინებული მოსწავლეები მოლოდინის რეჟიმში არიან.

დამატებული მედალოსნების სია

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია 2015–2016 სასწავლო წლისთვის

„ოქროს და ვერცხლის მედლების გაცემა დამატებითი წახალისების გარეშე მოსწავლეს მოტივაციას უკარგავს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური