როგორ განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის კლასტერული აკრედიტაცია – საფასური, წესი და განახლებული სტანდარტები
„აკრედიტაციის პირობების შემოწმების მიზნით, დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკრედიტებულ პროგრამას, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში“,- ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შვიდი ივლისის ბრძანებაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, რომელშიც კლასტერული აკრედიტაციის განხორციელების მიზნით რიგი ცვლილებები შევიდა.
დამტკიცდა განახლებული კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები, პროცედურები და საფასურები, რაც გულისხმობს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამები შეფასდება კლასტერული აკრედიტაციის მოდელისა და პრინციპების მიხედვით. კლასტერული აკრედიტაციისთვის განახლდა შეფასების პროცესისათვის აუცილებელი დოკუმენტაციაც:
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები
როგორც ცნობილია, 2022 წელს დაგეგმილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.
შეგახსენებთ, რომ კლასტერული აკრედიტაციის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ ინდივიდუალური პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. კლასტერში პროგრამების დაჯგუფება მოხდება შინაარსობირი ნიშნით.
ასევე იხილეთ:
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება