როგორ გახდება უფროსი მასწავლებელი წამყვანი – ახალი დეტალები მასწავლებლის სქემის განახლებული მოდელიდან
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგმა კონკრეტული პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რომ წამყვანი მასწავლებელი გახდეს.
როგორც სასკოლო საზოგადოების ნაწილისთვის 14 ნოემბერს წარდგენილ პრეზენტაციაშია აღნიშნული, უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პირობები შემდეგი იქნება:
- სკოლის დონეზე წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებლის ერთწლიანი საქმიანობის დადებითად შეფასება;
- წამყვანი მასწავლებლის სპეციალური კურსის გავლა.
როგორი იქნება უფროსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის პროცედურები
ახალი მოდელის თანახმად, სტატუსის ცვლილების მსურველი უფროსი მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი წარადგენს განაცხადს და მასთან ერთად სამოქმედო გეგმას, შესასრულებელ ფუნქციასთან დაკავშირებით.
წარდგენილ განაცხადსა და ერთწლიან სამოქმედო გეგმას განიხილავს სკოლის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისია.
დადებითი შეფასების შემთხვევაში, უფროს მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ეძლევა უფლება, შეასრულოს განსაზღვრული ფუნქცია ერთი წლის განმავლობაში, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, როგორც წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მაძიებელმა.
ერთი წლის შემდეგ, მის მიერ გაწეული საქმიანობა ფასდება შესაბამისი კომისიის მიერ.
როგორც ვხედავთ, პროცედურებში წამყვანობის ან მენტორობის გამოცდის ჩაბარება მოხსენიებული არ არის.
მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების პარალელურად, ვალდებულია, გაიაროს წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოპოვების სპეციალური კურსი.
ორივე კომპონენტის წარმატებით გავლის შემდგომ მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსი შესაბამისი მიმართულებით.
14 ნოემბერს, განათლების სამინისტროში თბილისის საჯარო სკოლების 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, განათლების სამინისტრომ მედიას მხოლოდ ის გვითხრა, რომ “საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა – კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და ამ კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები”. უწყების გეგმებზე მასწავლებლის კარიერული განვითარების ახალი ხედვის შესახებ საჯაროდაც არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა სქემის შეცვლამდე, ხან იდეის ავტორი მინისტრი თავად იცვლება, ხან მასწავლებელთა ერთ ადგილზე გაყინულ წინსვლის პროცესს ახანგრძლივებენ.
ამავე თემაზე:
მასწავლებელი მისი საქმიანობის შედეგებით შეფასდება – სქემის ახალი მოდელის დათქმა
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება