GE

როგორ უნდა გაასაჩივროს მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგი – ვადები და პროცედურები

“გარე დაკვირვების შედეგის ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან ერთი თვის განმავლობაში მასწავლებელს შეუძლია გაასაჩივროს გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში”, – ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მასწავლებელმა გარე დაკვირვების შედეგის გასაჩივრებისთვის ცენტრში უნდა წარადგინოს, შევსებული სააპელაციო განაცხადის ფორმა, რომელსაც განიხილავს საპრეტენზიო კომისია.

აპელაციის საფასური შეადგენს 50 ლარს და გადახდილი უნდა იქნეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე. განსაზღვრული საფასური უკან უბრუნდება მასწავლებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გარე დაკვირვების შედეგად მიღებული უარყოფითი შეფასება დადებითი შეფასებით შეიცვლება.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციიით, მასწავლებელი უფლებამოსილია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლოში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში.

იხილეთ:

მასწავლებლის გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმის ფორმა დამტკიცდა

„მასწავლებლის გარე შეფასების პროცესი განათლების რეალური ხარისხის დეგრადაციაა“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური