GE

როგორ უნდა გაასაჩივროთ მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებული ქულა – სააპელაციო განაცხადის მიღება 1-ელ სექტემბერს იწყება

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება 1-ელი სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 3 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, დღეს, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა.

საგამოცდო ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია ასეთია:

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი.

ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას ).

ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

გამოცდების ცენტრის ცნობით, საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.

ამავე თემაზე:

2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

როგორია ეროვნული გამოცდების მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცედურა – „ნაეკის“ პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური