რომელ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია – ცვლილება 2019 წლის აბიტურიენტთა ცნობარში
2019 წლის ცნობარში აბიტურიენტთათვის რიგით მესამე ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, აკრედიტაცია მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო საბაკალავრო პროგრამას.
იხილეთ ცვლილება
შენიშვნა! – სარეგისტრაციო განაცხადის შევსებისას აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს აკრედიტებულია თუ არა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ირჩევს (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით).
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტიდან დაიწყო. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად იყოფა – პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა აბიტურიენტებს პირველ, ძირითად ეტაპზე (3 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ.
3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მას გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა შეეძლება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
ამავე თემაზე:
ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
რომელ ქალაქებში გაიხსნება 2019 წლის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრები – სია
-
როდის მეცოდინება გამოცდის დრო და ადგილი? – ინფორმაცია საგამოცდო ბარათის შესახებ 2026 წლის აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება
-
26 მაისის საზეიმო ღონისძიებები და საგანმანათლებლო აქტივობები – პროგრამა რეგიონების მიხედვით
by ARIS.GE-განათლება
-
გაუქმდება თუ არა სხვა უნივერსიტეტებში ის პროგრამები, რომლებიც დიპლომატიის აკადემიაში ამოქმედდება?
by ARIS.GE-განათლება