GE

რომელი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად გამოიყო 20 000 ლარი – პრემიერის ბრძანება

სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსებისთვის, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 20 000 ლარი გამოიყო.

25 მაისს გამოქვეყნებულ ბრძანებაში განმარტებულია, თუ რომელ სტუდენტებს შეეხებათ ამ თანხით შესაბამის წელს სწავლის დაფინანსება:

“საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისთვის, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობით დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები განისაზღვრა”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაში.

დაფინანსების მოპოვების მიზნით, ზემოხსენებულმა პირმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარადგინოს განცხადება 2022 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტების შესახებ და სხვა დეტალები იხილეთ პრემიერის ბრძანებაში.

ასევე იხილეთ:

შესაძლებელია თუ არა საგამოცდო ქალაქი ახლა შევცვალოთ? -აბიტურიენტის კითხვას „ნაეკი“ პასუხობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური