„საათების განაწილებაზე შეიძლება სისხლი დაიღვაროს, პედაგოგები ძალიან კონკურენტუნარიანი ხალხია“
განათლების და მეცნიერების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას პედაგოგებმა ჰკითხეს, თუ რატომ არ აქვთ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს საათების საკმარისი რაოდენობა და რატომ არ მუშაობენ სრული განაკვეთით. რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ყველა სკოლაში არ არის საკმარისი თავად საათები და ბევრ სკოლაში პედაგოგების რაოდენობა საჭიროზე მეტია.
„უსამართლობაა, მაგრამ ყველა სკოლაში არ არის საკმარისი საათი. აქ ვადგებით ორ პრობლემას: ერთი პრობლემაა იმაზე მეტი მასწავლებელი სკოლებში, ვიდრე საჭიროა. იმ წლებში, როცა არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა შეაფარა სკოლას თავი. შეიძლება არ იყო პედაგოგი მანამდე, მაგრამ ასე გადაწყვიტა. დღეს ასეთი სტატისტიკა გვაქვს, რომ 30-40%-ით მეტი პდაგოგი გვყავს, ვიდრე მაგალითად, სკოლას ეკუთვნის. თბილისში სწრაფად გვარდება ეს პრობლემა, იმიტომ, რომ ბევრი სკოლაა, მოსწავლეთა რაოდენობაც იზრდება. ჯერ დაწყებითებს შეეხებათ საათების ზრდა, შემდეგ სხვა მასწავლებლებს. იმიტომ, რომ პირველკლასელთა რიცხვმა მოიმატა. ამას გარდა, შემოგვაქვს დამატებითი საათები და ანაზღაურდება დამატებით ე.წ. თავისუფალი გაკვეთილები.
საათებისთვის ბრძოლას შეეწირა ეროვნული სასწავლო გეგმა. ესეც ცოტა კრიტიკული საკითხია. ძალიან კონკურენტული ხალხია პედაგოგები. საათების განაწილებაზე შეიძლება სისხლი დაიღვაროს. ვითარება არის ასეთი: რომ გაჭირდა ცხოვრება, ეროვნულ სასწავლო გეგმებში უმეტესწილად სხედან თქვენი კოლეგები, დარგობრივი სპეციალისტები, შეეცადნენ რომ საკითხები ჩაემატებინათ პროგრამაში, რომ საათები გაებევრებინათ თავისი კოლეგებისთვის. მოვიდა ფიზიკოსი და თქვა, რომ 5 საკითხი ჩავამატოთ. გათვლა ჰქონდა, რომ თუ 5 საათს ჩავამატებთ, საათების რაოდენობაც მოიმატებს. მაგრამ ფილოლოგმა თვლაც რომ იცოდა, თქვა რომ 7 საათი უნდა ჩავამატოთ და ა.შ. სინამდვილეში ვინც „დაიბრიყვეს“, იყო მუსიკა და სხვა უცხო ენები, გარდა ინგლისურისა. მუსიკა და ფიზიკაც დაცოტავდა. ე.ი ფიზიკოსმაც ვერ ივაჟკაცა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცოტა ხნის წინ მინისტრმა სკოლაში საათების გაზრდის ერთ–ერთ საშუალებად საათების ხელოვნულად მომატება თავადაც დაასახელა.
პირველკლასელთა რაოდენობა წელს 8 000 – ით იზრდება და მოიმატებს დაწყებითების საათებიც
როგორ გაიზრდება მასწავლებლების საათები სკოლაში – მინისტრის ინიციატივები
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი