GE

„საკლასო ოთახი წარსულის გადმონაშთია და ბარიერად იქცა“ – სკოლები კორონავირუსის შემდეგ

news microsoft-ის ერთ-ერთი ავტორი ჯეფ სპენსერი საკუთარ წერილში წერს, რომ განათლების ტრანსფორმირება ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაწყებული და მას შემდეგ, რაც ვირუსის საფრთხე გადაივლის, ეს პროცესი ისევ გაგრძელდება. ის საკუთარ მოსაზრებებთან ერთად, Microsoft-ის წარმომადგენლების, სწავლისა და სწავლების სტრატეგიის დირექტორისა და ასევე Microsoft-ის საგანმანათლებლო სისტემის პრეზიდენტის ხედვებს გვიზიარებს.
ჯეფ სპენსერი:

ერთი ზომით დიდი სამოსი, რატომღაც, უეცრად დაპატარავებული ფეხსაცმელი, ბრენდული ზურგჩანთა, რომელიც ასევე, რატომღაც, ბავშვის მხრებს აღარ ერგება, მხნე ღიმილი, რომლიდანაც ერთი თუ ორი სიცარიელე მოჩანს კბილების ადგილას, ხელის ბოლოჯერ ჩაკიდება, ჩახუტება, კოცნა, აქვე ყოყმანი, ცრემლები, რომელიც ვერ შეიკავეთ…

მანამ, სანამ COVID-19 შემოიჭრებოდა ჩვენს ცხოვრებაში და იმის აუცილებლობას დააყენებდა, რომ ბავშვები ლეპტოპების წინ დამსხდარიყვნენ და სახლიდან ესწავლათ, იქამდე რიტუალის მსგავსი სკოლის პირველი დღე იყო გადასალახი – ეს იყო ცხოვრების განმსაზღვრელი ახალი მოგზაურობის დაწყება, თაობათა გზის საწყისი. დაწყებითიდან მეთორმეტე კლასამდე მასწავლებლები კლასიდან კლასში შედიან და ზარის დარეკვასთან ერთად იწყებენ და ასრულებენ გაკვეთილებს. ისინი ატარებენ ტესტებს, მეთვალყურეობას უწევენ მოსწავლეებს გამოცდების დროს, წერენ ნიშნებს, რომლებიც გაახარებს, ან დაამწუხრებს მშობლებს…

ათასობით წლის მანძლზე სკოლის სახით მუშაობდა ამგვარი -„ყველაფერი ერთში“ სისტემა. თუმცაღა ახლა, ეს სისტემა უპრეცედენტო ცვლილებას გადის და არამხოლოდ კოვიდის გამო.

კორონავირუსთან გამკლავებამ ცხადყო, თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიას შეცვალოს სწავლისა და სწავლების სპეციფიკა. მაგრამ ცვლილებებისაკენ ბიძგი, კორონავირუსის დარტყმამდე გაცილებით ადრე დაიწყო და გაგრძელდება მაშინაც, როდესაც ვირუსის საფრთხე გადაივლის.

წლების მანძილზე, უფლებამოსილი პირები მიდგომებს ეძებდნენ იმისათვის, რომ მეთორმეტე სასწავლო წელი განსაკუთრებულად ყოფილიყო მორგებული სტუდენტებზე და ეს უნდა ყოფილიყო მეტი, ვიდრე უბრალოდ სახლიდან ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება.

“Rethinking learning” ღრმად/გააზრებულად სწავლა:

რადგან ლოქდაუნი ნელნელა სრულდება და სკოლები ხელახლა იხსნება უკვე კარგი დროა მთელი ყურადღება მიიმართოს „მომავლის სწავლებისკენ“.

ბავშვები, რომლებიც ახლა მიდიან სკოლებში გაიზრდებიან შრომისმოყვარე ლიდერებად, ისწავლიან ახლებურად ფიქრს, ათვისებული ექნებათ ყველა ის უნარი, რაც მომავლის ციფრულ სამყაროში იქნება საჭირო.

ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მათ დასჭირდებათ ყველა ის სოციალური, ემოციური თუ აკადემიური მხარდაჭერა, რისი მიღებაც მხოლოდ სწავლების მოქნილი სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება. თანამედროვე სწავლება, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებული იქნება იმ სწავლების სპეციფიკისგან, რომელიც მათი მშობლების დროს იყო.

მოკლედ რომ ვთქვათ, სკოლის მთავარ სამ მოთხოვნას: კითხვას, წერასა და არითმეტიკას შეემატება მეოთხე – „Rethink”, იგივე გააზრება, გაცნობიერება, საგანთა ფართო სპექტრში მიმოხილვა. ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, ტექნოლოგიები გზას გვიკვლევს სკოლის კულტურისა და სტრუქტურის შეცვლისაკენ.

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და იმის პოტენციალი, რომ შევცვალოთ სისტემა… მთავარი კითხვა ახლა არის შემდეგი:

როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ტექნოლოგია/ტექნიკა, რომ სწავლება გავხადოთ ადვილად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, მოქნილი?

„წლების მანძილზე ტექნოლოგიამ ჩვენი საზოგადოება ბევრი ასპექტის მიხედვით შეცვალა, მაგრამ სკოლის სტრუქტურა უმეტესად უცვლელი დარჩა. ახლა ჩვენ გვაქვს „გამოსავლები“, რომელთაც აქვთ პოტენციალი-შეცვალონ და გააუმჯობესონ სისტემა, შესაბამისად სტუდენტებს/მოსწავლეებს ექნებათ საშუალება მიაღწიონ მეტს და განავითარონ ფასეული უნარები, რათა მიიღონ უკეთესი შედეგები. ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა:“როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სწავლება ტექნოლოგიის მეშვეობით?“, – ამბობს სინ ტერნი, Microsoft-ის სწავლისა და სწავლების სტრატეგიის დირექტორი აზიაში.

ტერნის და სხვებს სურთ სისტემური ცვლილება, რომელიც საგანმანათლებლო სპეციფიკის გარდასახვას მოახდენს „სწავლების კულტურიდან სწავლის კულტურამდე“.

თანამედროვე მონაცემებით, ინოვაციებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი(AI) და მოწყობილობებისა თუ ტეკნიკის მთელი წყება მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ურთიერთობებს გარდაქმნის. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ მათთვის მოსახერხებელ დროს, კოლაბორაციულად სკოლის შიგნით თუ მის გარეთ, საკუთარი ტემპის(გრაფიკის) მიხედვით.

მართალია, ისინი შეძლებენ საკუთარ ინტერესებს მიჰყვნენ, მაგრამ მაინც უფრო სათანადოდ და მკაცრად გაკონტროლებულნი იქნებიან. ტერნი ამბობს, რომ „ნამდვილი სწავლება უნდა იყოს რთული“.

„მასწავლებლებს ექნებათ ინდივიდუალური წვდომა თითოეული მოსწავლის ნიშნებზე, თუ მათ მიღწევებზე(როგორც ემოციური განვითარების კუთხით მიღწევებზე, ასევე საგნობრივზე). ამგვარად, მასწავლებლები შეძლებენ ინდივიდუალურად შეიმუშაონ გამოწვევები და წინ წაწიონ თითოეული მოსწავლე. მშობლები მეტად ჩართულნი იქნებიან მათი შვილების სწავლების პროცესში, მათთვის ყველაფერი უფრო გასაგები და ნათელი გახდება. უნდა შეიცვალოს საკლასო ოთახებიც, რომელთა სახე ფაქტობრივად საუკუნეების მანძლზე უცვლელი იყო და არის“, – ამბობს ტერნი.

Microsoft-ის საგანმანათლებლო სისტემის პრეზიდენტ ენტონი სალკიტოს მომავლის სკოლები „სასწავლო ჰაბებად“ წარმოუდგენია.

მოსწავლეებს იმის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ ისწავლონ მათთვის სასურველ დროს, მოქნილი გრაფიკით, კოლაბორაციულად-სკოლის შიგნით, თუ მის გარეთ.

საკლასო ოთახები ტერნის უბრალო ფორმალობად წარმოუდგენია და მომავალში იგი ამ ფორმალობის გაუქმებას ხედავს.

“საკლასო ოთახი მნიშვნელობის მქონე და აუცილებელი მაშინ იყო, როდესაც საჭირო იყო გარკვეული დროის მანძილზე გარკვეული ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება კონკრეტული ბავშვებისთვის. მაშინ სიახლოვე აუცილებელი იყო. მაგრამ სწავლების მენეჯმენტის ამგვარი მოდელი ახლა აღარ უნდა დომინირებდეს. საკლასო ოთახი ბევრი გაგებით ბარიერად იქცა და მხოლოდ წარსულის გადმონაშთია. ახლა ჩვენ აღარ ვართ შეზღუდვებით მოცულნი და აღარ გვჭირდება კლასებში თავი მოვუყაროთ 30 ბავშვს ერთ მასწავლებელთან ერთად“, – ამბობს ის.

საკლასო ოთახებს მიღმა

ახლა ჩვენ შგვიძლია გადავაფასოთ და გავაუმჯობესოთ მოდელი. რამდენიმე ბავშვისთვის რამდენიმე მასწავლებლის გამოყოფა შეიძლება. უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები უფრო მოქნილი გრაფიკით ივლიან. ისინი არ უნდა აკეთებდნენ ერთსა და იმავე რამეს ერთდროულად. სკოლები დიდი ხანია ამ საკითხს განიხილავენ-ტექნოლოგია ცვლის წარმატების ხარისხს.
პერსონალურ სწავლებასა და დროის რეალურ მენეჯმენტს შეუძლია, რომ გაარღვიოს ახლანდელი ტესტებისა და გაკვეთილების შეკრული წრე.

ტესტირება საშუალებას იძლევა მოკლე დროში გამოკითხოს ბევრი ბავშვი. მაგრამ საკმარისია შედეგების ნახვა და აშკარა ხდება, რომ ძნელია საკლასო სწავლება იყოს მორგებული თითოეულ მოსწავლეზე.

დგას იმის საჭიროება, რომ თვითონ მასწავლებლის პროფესიამაც განიცადოს ტრანსფორმაცია, რაც ვიღაცებისთვის პრობლემური იქნება.

მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ არიან მასწავლებლები, რომლებიც ჩვეულებისამებრ ასწავლიან. და არიან დიდებული მასწავლებლები, ვინც თავად არიან მოსწავლეები(ამ შემთხვევაში მოდელური მოსწავლეები). ისინი სწავლობენ მოსწავლეებთან ერთად. ისინი არ თვლიან, რომ ყველაფერი უნდა იცოდნენ, თუმცა იმის უნაკლო მაგალათსაც აძლევენ მოსწავლეებს, თუ როგორი უნდა იყო კარგი მოსწავლე.

ეს ყოველივე მოსწავლეებს იმის მაგალითს აძლევს, რომ ცხოვრების მანძილზე მუდამ უნდა ისწავლონ. იგულისხმება: ახალი ტექნოლოგიის ათვისება, რაც მოსწავლეებთან ერთად შრომის პროცესში ხდება. თუ შესაძლებელია რაღაცის კეთებისათვის ახალი გზების მოძიება, მაშინ ყველას შეუძლია ერთად, ერთობლივი შრომით გაიზარდოს.

მასწავლებლის ათვისებისა და ადაპტირების უნარი ამ ყოველივეში გადამწყვეტი როლის მქონე იქნება. სისტემის საუკეთესო ცვლილება, რომელიც მოსწავლეებს უნდა შთააგონებდეს -მასწავლებელი უნდა იყოს.

სკოლების ხელახალი გახსნის მიღმა – საგანმანათლებლო სისტემის გაძლიერების პრაქტიკული ხედვა COVID-19-ის შემდეგ

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური