GE

სამუსიკო, სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლების პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ უკვე წარმოადგინა, გაწერილია ხელფასების ზრდა მთელი რიგი მიმართულებებით. მათ შორის, სტატუსის მქონე სკოლის მასწავლებლებს და ასევე ბაღის მასწავლებლებს, ახალი სასწავლო წლიდან ხელფასები უნდა მოემატოთ. თუმცა არსებობს სხვა ტიპის სასწავლო დაწესებულებები, სამუსიკო, სასპორტო და სახელოვნებო, რომლის პედაგოგების ხელაფსების ზრდა 2020 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი არ არის.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, ამხელა ფინანსური რესურსი ბიუჯეტს არ გააჩნია, რომ ერთ წელიწადში ყველა ააიპ სამუსიკო, სასპორტო თუ სახელოვნებო სკოლების მასწავლებლებს ხელფასები გაეზარდოს.

„მეტი რესურსიც რომ ჰქონოდა ბიუჯეტეს, ხელფასების მატებას განათლების სისტემაში მაინც ახალი სასწავლო წლიდან დავიწყებდით. მომდევნო წლებშიც ხელფასების ზრდა ახალი სასწავლო წლიდან მოხდება. ბაღების გარდა, სხვა სასწავლო ტიპის ააიპებში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებითაც სამწუხაროდ ის პასუხი მაქვს, რომ რესურსი არ არის, რომ ყველგან გავუზარდოთ. მათი ხელფასი ნამდვილად არის ძალიან დაბალი, თუმცა მისი ზრდის რესურსი ჯერ არ არის. ხელფასების ზრდა ეტაპობრივად უნდა მოხდეს გარკვეულ ოპტიმიზაციასთან ერთად. ეს ვერ მოხდება ერთწლიან პერიოდში, ამას უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ და სექტორ-სექტორ მიყოლა. ერთდროულად რომ უყველას მოვუმატოთ ხელფასი, არც საკონპენსაციო თანხა გვეყოფა, რომ ორი წლის ანაზრაურება ჯილდოს სახით დავურიგოთ ყველას და ვერც ხელფსებს მოვუმატებთ სხვა მასწავლებლებს, ამიტომ ეს თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს, როგორც მუსიკალურ, ისე სპორტულე და კულტურულ ააიპებში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტზე საუბარი დაიწყო – რა გათვლები აქვთ განათლების მიმართულებით

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური