GE

საქართველოს მთავრობამ 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა – გადაიწევს თუ არა სასკოლო არდადეგები?

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

“როგორც მოგეხსენებათ, სკლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით, და ამასთან დამატებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი პირველი იანვრიდან დაწყებული. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს”, – განაცხადა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ უქმე დღეების დაწესება კერძო დაწესებულებებსაც შეუძლიათ და მათ ინდივიდუალურად აქვთ შესაძლებლობა, რომ იგივენაირად, უქმე დღეებად გამოაცხადონ პირველიდან 10 იანვრამდე პერიოდი.

გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ქვეყანაში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის შემოსვლით არის განპირობებული და არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების მატების ფონზე, სასკოლო არდადეგები 17 იანვრის შემდეგაც გაგრძელდეს ან სწავლა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში განახლდეს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 916 477 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 869 411 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.

ასევე იხილეთ:

ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება – ვადები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური