GE

საქართველოში არსებულმა ყველა უნივერსიტეტმა შესაძლოა ა(ა)იპ-ის სტატუსი მიიღოს

საქართველოში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს შესაძლოა არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭოს. საკითხზე მსჯელობის დაწყებას, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტი, დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობის ფონზე გეგმავს.

ამის შესახებ განთლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა, 14 ივნისის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავდნენ. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უნივერსიტეტები სარგელობაში მქონე ქონების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ.

საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას ჰქონდა კითხვები, რომ თუ შეღავათები ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რატომ არ უნდა გავრცელდეს ის კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

აღნიშნული კითხვის პასუხად გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, წინა ხელისუფლების პერიოდში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების შედეგად, ყველა  უნივერსიტეტს  შეეცვალა სტატუსი  და არაკომერციული იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ნაცვლად, გახდა სსიპი (საჯარო სამართლის იურიდული პირი) შესაბამისად, ა(ა)იპ და სსიპი სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმებით რეგულირდება, რაც ერთიან მიდგომას გამორიცხავს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, უმაღლესი განათლების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთია იურიდიული სტატუსის ცვლილება.

„ჩვენ გთავაზობთ უმაღლეს საწავლებლებთან დაკავშირებით, ერთიანი რეფორმის ფარგლებში ვიმსჯელოთ, რაც მოიცავს ერთიან სამართლებრივი იურიდიულ ფორმას და ეს ჩემი აზრით უნდა იყოს არაკომერციული იურიდიული პირი.  მეორე, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც პირდაპირ მიებმება და დაკავშირებულია ამ საკითხებთანაც და შეეხება როგორც კერძო უნივერსიტეტებს, ასევე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს. სამინისტროსთან და დონორებთან ერთად, მიდის მუშაობა, რომ წლის ბოლოს ამ საკითხზე უკვე გვქონდეს დაფინანსების მოდელის პროექტი. მესამე ნაწილი, ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და ამ შემთხვევაში შეგვიძლია ზოგად წესად ვაქციოთ იმიტომ, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ დღეს სახელმწიფო უნივესიტეტების მართვა და სტრუქტურა პირდაპირ არის განმარტებული, ჩანაწერია თუ როგორ უნდა დარეგულირდეს, სტრუქტურა და მართვა მაშინ, როცა კერძო უნივერსიტეტებს ამ კუთხით სრული თავისუფლება აქვთ. ამიტომ, ერთიანი რეფორმების ფარგლებში, ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლები ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებთ, ამ ეტაპზე, საქართველოში 56 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელია, აქედან უნივერსიტეტების ნაწილი ფუნქციონირებს სსიპ-ის , ნაწილი (ა)აიპი-ს და ნაწილი შპს-ს სახით.

როგორ განისაზღვრება „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიაში“ უმაღლესების დაფინანსება – სამინისტროს პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური