GE

სახალხო დამცველის რეკომენდაციები სკოლაში უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობაზე და მინისტრის პასუხი

2017 წლის 14 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ.

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და  ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია კი, განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

საკითხს ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა ალექსანდრე ჯეჯელავა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თქმით, ის საკითხი, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია მითითებული პრობლემურია არამხოლოდ სკოლებისთვის, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ.

,,ამ  მიმართულებით წლებია ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ წყალი, რომელიც სოფლებშია არის უვარგისი დასალევად, ანუ ის ბავშვები სახლშიც იმავე წაყალს სვამენ, რაც სახალხო დამცველის შეფასებით არის შეუსაბამო სტანდარტებთან. პრობლემა გაცილებით ფართოა ვიდრო მხოლოდ სკოლა, უბრალოდ სკოლის შემთხვევაში ხაზგასმულია”,- განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ ამ პრობლემის გამოსასწორებლად ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუშაობა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე ომბუდსმენს რეკომენდაცია აქამდეც ჰქონდა.

განათლების სამინისტრომ ომბუდსმენის 2016 წლის რეკომენდაციებიდან ვერცერთი შეასრულა

სად ვუშვებთ შვილებს – რეპორტაჟი სკოლის ტუალეტებიდან

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური