„სახელმწიფო ენაში საცდელი საგამოცდო მასალა მომზადდება“ – დამტკიცდა 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა ქართული ენის ერთიანი პროგრამისთვის
უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების კურსის დანერგვა, ჩაღრმავებული კითხვარით 1+4 პროგრამის შედეგების კვლევა, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აფხაზურ ენაზე, სახელმწიფო ენაში საცდელი საგამოცდო მასალის მომზადება და შეფასება, სახელმწიფო ენის ნორმების განახლება, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების გადამზადება ქართულ ენაში და სხვა მრავალი აქტივობა გაიწერა მთავრობის 2021-2030 წლების სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის (სტრატეგიის) ხედვა გულისხმობს 2030 წლისათვის ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ქართული ენის დაცვასა და განვითარებას საკანონმდებლო და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით. სტრატეგიის განხორციელების ინსტრუმენტია ორწლიანი სამოქმედო გეგმები.
იხილეთ, როგორ აპირებს მთავრობა თითქმის ორი წლის განმავლობაში ამ მიზნის შესრულებას და რა თანხებია განსაზღვრული სამუშაოებისთვის:
სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა სფეროში (საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში, სკოლამდელი, საშუალო, პროფესიული, უმაღლესი განათლების სისტემაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, იურისპრუდენციაში, ადმინისტრაციულ მმართველობაში, მედიის, ეკონომიკის, ბიზნესის, საბანკო, სარეკლამო თუ მარკეტინგის სფეროებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, საზოგადოების კულტურულ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში) გამოყენების სათანადო პირობები.
ასევე იხილეთ:
პირველკურსელებისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი და პირობები დამტკიცდა – ბრძანება
ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება