GE

სიტყვათა შემოკლების წესები ქართულში და სათაურების მართლწერა

ქართულ ენაში დამკვიდრებულია სიტყვათა შემოკლების შემდეგი წესები:

1. ადამიანის სახელის გვართან ერთად გამოყენებისას უფრო მისაღებია სახელის ერთი ბგერით წარმოდგენა:

კ. გამსახურდია, ვ. ჰიუგო, ა. აბაშელი, ი. ჯავახიშვილი

მაგრამ: ფსევდონიმებისა და წოდებების გამომხატველი გვარ-სახელების შემოკლება არ შეიძლება! არ იხმარება: ქ. წამებული, დ. თავდადებული და ა. შ.

2.დროის ერთეულების შემოკლება:

წმ. – წამი
წ. – წელი
წთ. – წუთი
წწ. – წლები
სთ. – საათი
ს. – საუკუნე
ა. წ. – ამა წლის
სს. – საუკუნეები

2(1).წონისა და სიგრძის საზომი ერთეულების შემოკლება:

მგ. – მილიგრამი
მმ. – მილიმეტრი
გ. – გრამი
სმ. – სანტიმეტრი
კგ. – კილოგრამი
დმ. – დეციმეტრი
ც. – ცენტნერი
კმ. – კილომეტრი
ტ. – ტონა
ჰა – ჰექტარი
კვ. მ. – კვადრატული მეტრი

3. ტექსტთან დაკავშირებული ზოგიერთი შემოკლება:

თხზ. – თხზულება
სქ. – სქოლიო
შრ. – შრომა
იხ. – იხილე
ტ. – ტომი
შდრ. – შეადარე
თ. – თავი
ნ. – ნახე
ნაწ. – ნაწილი
ნახ. – ნახატი
გვ. – გვერდი
მაგ. – მაგალითად
ავტ. – ავტორი

4. წოდებათა და თანამდებობათა აღმნიშვნელი შემოკლებანი:

აკად. – აკადემიკოსი
დოც. – დოცენტი
ლაბ. – ლაბორანტი
პროფ. – პროფესორი
მასწ. – მასწავლებელი
აკად. წ/კ – აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

5. კავშირ-ზმნიზედების შემოკლება:

ე. ი. – ესე იგი
ა. შ. – ასე შემდეგ
მისთ. – მისთანანი
სხვ. – სხვა
ე. წ. – ეგრეთ წოდებული

6. დამკვიდრებულია შემდეგი სახის შემოკლებანი:

ექ. – ექიმი
ინჟ. – ინჟინერი
ქ.-ნი – ქალბატონი
ბ.-ნი – ბატონი

დაიმახსოვრეთ: ბრუნვის ნიშნები ან თანდებულები შემოკლებული სახელებიდან დეფისით გამოიყოფა: 7 ჰა-ზე ვენახი გავაშენეთ, 2010 წ.-მა წარმატებები მოგვიტანა.

სათაურების მართლწერა

თხზულების, გაზეთის ან ჟურნალის ერთსიტყვიანი სახელწოდება ჩვეულებრივ იბრუნვის, როგორც ცალკე წარმოდგენილი, ისე მსაზღვრელთან ერთად:

გაზეთი ქუთაის-ი
გაზეთ-მა ქუთაის-მა
გაზეთ ქუთაის-ს
გაზეთ ქუთაის-ის“
გაზეთ ქუთაის-ით
გაზეთ ქუთაის-ად“ 
გაზეთ-ო ქუთაის-ო

მსაზღვრელ საზღვრულის მსგავსად იბრუნვის ორ- და მეტსიტყვიანი სათაურები: ვაზის ყვავილობა”მარტის მამალი” და ა. შ. თანდებულიან ბრუნვებში თანდებული ბრჭყალების შიგნით იწერება. მაგ.: რომან ჯაყოს ხიზნებში (და არა ჯაყოს ხიზნებ-ში).

თუ სათაური მოცემულია წინადადების სახით (მაგ.:  კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა) ან თანდებულიანია (სარჩობელაზედ) ან გადმოცემულია სხვა ბრუნვის ფორმით (ნინა ჭავჭავაძეს) არ უნდა დაერთოს ბრუნვის ნიშნები, უნდა ვარბუნოთ მსაზღვრელი და თანდებულებიც მას დავურთოთ:

ლექსი-ი არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-მა არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ს არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ის არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ით არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ად არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ო არ უკიჟინო სატრფოო
ლექს-ში არ უკიჟინო სატრფოო
(და არა: ლექს „არ უკიჟინო სატრფოო,)

შესაბამისად:

სწორია: ლექსში „მთაწმინდის მთვარე“ გადმოცემულია ბუნების აღწერა.

არასწორია: ლექსში „მთაწმინდის მთვარე“-ში გადმოცემულია ბუნების აღწერა.

სწორია: ნაწარმოებმა „სურამის ციხე” მკითხველის მოწონება დაიმსახურა.

არასწორია: ნაწარმოებ „სურამის ციხემ” მკითხველის მოწონება დაიმსახურა.

სწორია: ლექსს “განთიადი” აკაკი დიმიტრი ყიფიანს უძღვნის.

არასწორიალექსს „განთიადს”აკაკი დიმიტრი ყიფიანს უძღვნის.

სწორია: ლექსს „შვლის ნუკრის ნაამბობზე” ბევრი რამ მსმენია.

არასწორია„შვლის ნუკრის ნაამბობ”-ზე ბევრი რამ მსმენია.

სწორია: ლექსმა „არ უკიჟინო სატრფოო” გადმოგვცა ბარათაშვილის ტკივილი.

არასწორიალექსმა „არ უკიჟინო სატრფოომ” გადმოგვცა ბარათაშვილის ტკივილი.

სწორია: ნაწარმოებში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” გადმოცემულია საინტერესო პიროვნების ცხოვრება.

არასწორიანაწარმოებში „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაში” გადმოცემულია საინტერესო პიროვნების ცხოვრება.

სწორია: მოთხრობაში „ამოდის, ნათდება” საინტერესო ფაქტებია აღწერილი.

არასწორიამოთხრობა „ამოდის, ნათდებაში” საინტერესო ფაქტებია აღწერილი.

სწორია: რომანზე „დიდოსტატის მარჯვენა” ბევრი რამ თქმულა.

არასწორიარომანზე „დიდოსტატის მარჯვენაზე” ბევრი რამ თქმულა.

გრამატიკული ცნობარი

გამოყენებული წყარო: nplg.gov.ge; ქეთევან გოჩიტაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური