GE

„სასკოლო გარემოში სამიზნე ჯგუფის 30-დან 40%-მდე ვაქცინირებულია, რაც არ არის სასურველი მაჩვენებელი“

“მასწავლებლებისა და სასკოლო საზოგადოების აქტივობა ვაქცინაციის კუთხით პროპორციულად იზრდება,  მაგრამ ეს არ არის სასურველი მაჩვენებელი”, – ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს, 20 აგვისტოს განაცხადა, ვაქცინაციის სტატუსი არასაკმარისი, მაგრამ  კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის სკოლის შენობებში გასაახლებლად.

„სკოლებში მასწავლებლების აქტივობა ვაქცინაციაზე მოსვლის კუთხით, და არამხოლოდ მასწავლებლებია აქ მნიშვნელოვანი, პედაგოგიურ გარემოში დასაქმებული სხვა პერსონალის, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, პროპორციულად იზრდება ეს რაოდენობა, სამიზნე ჯგუფის დაახლოებით 30-დან 40%-მდე არის უკვე ვაქცინირებული, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი მაჩვენებელი.

ზოგიერთმა უნივერსიტეტმა ძალიან კარგი ინიციატივა განახორციელა. სამედიცინო უნივერისტეტში უკვე 95%-ზე მეტია აცრილი, სტუდენტების და პედაგოგიური პერსონალის, რაც არის სამაგალითო.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაქცინაციის სტატუსი არა რის საკმარისი იმისთვის, რომ ვისაუბროთ სასწავლო პროცესის განახლების ეტაპებზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი და ჩვენც მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 59 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 10.98%.

ამავე თემაზე:

ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა გადაგვეტანა დისტანციურ რეჟიმში – თამარ გაბუნია

აუცრელ პედაგოგებს სავალდებულო ტესტირებაში თანხის გადახდა მოუწევთ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური