GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი ესტუმრა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი ესტუმრა. ელჩს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა. მათ ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

სსუ-ის რექტორმა პოლონეთის ელჩს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისია, როგორც ახალი ხედვა, მისი რეალიზების გზა და შესაძლებლობები გააცნო. აგრეთვე რეგიონში მშვიდობის ფორმირების პროცესში საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციურ ხედვაზე ისაუბრა.

შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ პოლონური ენისა და კულტურის ცენტში გაგრძელდა, სადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ინდირა ძაგანიამ მარიუშ მაშკიევიჩს პოლონეთის უნივერსიტეტებთან ერთად დაგეგმილი და განხორციელებული ახალი პროექტები გააცნო.

ყურადღება გაამახვილეს ახლო მომავალში სსუ-ში პოლონური ენის სწავლების აღდგენაზე. რექტორის თხოვნით დეკემბრის თვეში პოლონეთის ელჩი სოხუმის სახელმწფო უნივერსიტეტში სამ ეტაპად წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემებზე; პოლიტიკის ფილოსოფიის შესავალი, „კონფლიქტის იდეა“ – პოლონეთის მაგალითზე და ევროსაბჭოს სისტემა.

შეხვედრის ფარგლებში პოლონეთის ელჩმა ერთ საინტერესო საიდუმლოს ახადა ფარდა, კერძოდ 1990 -2001წლები გაიხსენა, როდესაც ის ბელორუსიის რეპუბლიკაში პოლონეთის ელჩი იყო, ხოლო ბატონი ზურაბ ხონელიძე დსთ-ში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, დსთ-სა და ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, სტატუსით ვიცე-პრემიერი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ. ელჩმა გაიხსენა რთული პერიოდი ბელორუსიის რესპუბლიკის უახლესი ისტორიიდან და ხაზი გაუსვა ჩვენი რექტორის პოზიტიურ როლსა და დამსახურებას ბელორუსი ხალხისა და ხელისუფლებისადმი, რის გამოც ბატონ ზურაბს „ბელორუსიის სახალხო გმირი“ უწოდეს, როგორც ჩანს არცთუ უსაფუძვლოდ.

შეხვედრა დაგეგმილზე, დიდ ხანს, სამი საათი გაგრძელდა. იყო სხვა საინტერესო, მეგობრული საუბრები და სამომავლო ურთიერთობების განხილვა-დაგეგმვა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური