GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაირა ბეპიევა და მერაბ ჩუხუა ღია საჯარო ლექციებს წაიკითხავენ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე ფილოლოგიის დოქტორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ქართულ-ოსურ ურთიერთობთა სამეციერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ნაირა ბეპიევასა და თსუ-ის პროფესორს, სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დამფუძნებელ დირექტორს მერაბ ჩუხუას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ნაირა ბეპიევა და მერაბ ჩუხუა უნივერსიტეტში ღია საჯარო ლექციებს წაიკითხავენ, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო დიპლომატიასა და მეცნიერებაში სამშვიდობო ენის დამკვიდრებას – ეს კი წინაპირობაა კონფლიქტების დარეგულირების.

ნაირა ბეპიევამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მისი ავტორობით ახლახანს გამოცემული წიგნები საჩუქრად გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური