GE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები მათთვის აქტუალური, საინტერესო თემებით წარმოადგინეს.

კონფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა, მან თითოეულ გამომსვლელს წარმატება უსურვა და მათ მიერ არჩეული თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინი ქოსმენაშვილმა მიჰყავდა.

კონფერენციას კომისია ესწრებოდა, რომელიც თითოეულ გამომსვლელს აფასებდა.

მოხსენებებით წარსდგნენ:

  • ზურა გორგოძე – „კრიპტოვალუტა -მსოფლიო ეკონომიკის ახალი გამოწვევა“
  • სალომე დოლიძე- „ ინოვაციები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“
  • თათია წილოსანი – „დასაქმება და უმუშევრობის პრობლემები საქართველოში“
  • თეონა ლუტიძე- „ მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და პრობლემები საქართველოში“
  • ლანა თოლორდავა- „ტრანსნაციონალური კომპანიები მსოფლიო ბაზარზე“
  • მიხეილ შიოლაშვილი – „კონკურენტული ბაზარი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“
  • სალომე ცხოვრებაძე- „ინფორმაციული ტექნოლოგიები და გლობალიზაცია“
  • ანა მოსემღვდლიშვილი – „ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები კახეთის რეგიონში“
  • ნინო ჯავშანაშვილი- „ინვესტიციების როლი და მნიშვნელობა საქართველოში“.

იყო კითხვები მოხსენების თემებით დაინტერესებული აუდიტორიიდან.

კონფერენცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

დასასრულს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა დავით ჯალაღონიამ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური