GE

სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ სამართლის კონფერენციაზე ევროპასთან ასოცირების შემდგომ ეტაპებზე იმსჯელეს

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული სამართლის საკითხები ის თემებია, რომლის შესახებაც  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო  კონფერენციაზე ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,სამართლის აქტუალური საკითხები“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრაში სხვადასხვა  ქართული უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერებთან ერთად,  ლუბლიანასა და პრიმორსკის უნივერსიტეტების(სლოვენია) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

unnamed (12)კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებები: – სისხლის სამართალი; საერთაშორისო სამართალი; კერძო სამართალი; საჯარო სამართალი; სამართლის საფუძვლები და მეთოდები.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ გახსნა, მან ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ კონფერენციის თემატკა მიშვნელოვანი იყო, რადგან მსგავსი საკითხების ასეთ ფორმატში განხილვა აქამდე არ მომხდარა.

„საერთაშორისო კონფერენცია ძირითადად ეძღვნება ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ პერიოდს. თემატიკა ისეთია წარმოდგენილი, რომ მოხდეს სამართლის ნორმების უნიფიცირება, დაახლოება ევროპასთან. სტუმრად არიან ლუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები. ერთ-ერთი მათგანი საფრანგეთის საპატიო პროფესორია. თემატიკაც არის ძალიან საინტერესო, მაგალითად კრიმინალი ტურიზმის სფეროში, ასევე  სისხლის სამართალში სასჯელისა და ჯანდაცვის პრობლემები, სწორედ ქართველი კოლეგების მხრიდან იყო წარმოდგენილი აღნიშნული თემა. მაგალითად ერთ-ერთი თემაა წარმოდგენილი პროფესორ ჯემალ გახოკიძის მიერ, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც ძალიან აქტუალურია. ფაქტიურად წარმოდგენილი არის საქართველოს ყველა უნივერსიტეტი და მათ შორის უცხოელი კოლეგები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან ჩვენთან და  წაიკითხავენ ლექციებს ჩვენი სტუდენტებისათვის. მთელი პროგრამა გათვალისწინებულია იმისთვის, რომ როგორმე მოხდეს სამართლის ნორმების დაახლოება და ინტეგრაცია,-“ განაცხადა ვეფხვია გვამიამ EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

unnamed (13)კონფერენციის თემატიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოხუმის სახელმწფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ: –  ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროპისკენ, ევროპული ღირებებულებებისკენ და ყველა ოფიციალურ დონეზე ეს სწრაფვა არის გაცხადებული. ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია ჩვენს ახალგაზრდებს ძალიან ბევრ შესაძლებლობას აძლევს. მეორე თემაა უშუალოდ ის, რაზეც ჩვენ შევიკრიბეთ, საერთოდ სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა და სამართლის ნორმების სწორ საფუძველზე დაყენება ძალიან მნიშვნელობანია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ მომავალში ევროკავშირის წევრი გახდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი, რასაც ჩვენი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აკეთებს, მისასალმებელი და დასაფასებელია.

კონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. მისი თქმით, აფხაზეთის მთავრობა მხარს უჭერს სოხუმის უნივერსიტეტს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებაში.

„უცხოეთის ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები არიან ჩამოსულები და სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად ატარებენ კონფერენციას, მასტერკლასებს, შეხვედრებს და გასვლებს  სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ეს თავისთავად არის მნიშვნელოვანი. ეს, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე  გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს გავაცნოთ რა პოტენციალი გვაქვს საქართველოში. ქართული იურიდიული სკოლა საკმაოდ ცნობილია და  აქ ვნახე ბევრი ცნობილი მეცნიერი შოთა ფაფიაშვილი, ლალი გაბისონია, ავთანდილ ხაზალია და ყველა ის ხალხი, რომლებმაც უკვე თქვეს თავისი სიტყვა ქართულ იურისპუდენციაში.

გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ემატება ის, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მესამე კურისის სტუდენტებმა, თსუ-ის სტუდენტებთან ერთად გაიმარჯვეს შიდა კონკურსებში და მიდიან საპაექროდ საერთაშორისო კონკურსზე ჰააგაში, სადაც რამდენიმე პროცესს უნდა დასეწრონ. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა მთავრობამ გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ სტუდენტებს, მინდა წარმატებები ვუსურვო მათ,“-განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

unnamed (14)კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და სამახსოვრო საჩურები გადასცა ლუბლიანას უნივერსიტეტის წარმომადგენელმა იანეს კრანსკიმ. მისი თქმით, ის აღფრთოვანებული დარჩა ქართველების პროფესიონალიზმით. „საქართველოში ვარ პირველად, იმედია ეს არ იქნება ბოლო ჩამოსვლა და იქნება ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი ორ სასწავლებელს შორის. დიდი მადლობა, აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუმართოყვარეობით და პროფესონალიზმით“, – განაცხადა სტუმარმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშრისო კონფერენცია 25 და 26 აპრილს მიმდინარეობდა. შეხვედრაში მომხსნებლებთან და სტუმრებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესრ-მასწავლებლებლები. იურიდიული ფაკულტეტის დეკანის განცადებით, მსგავსი ღონიძიებები ტრადიციულ სახეს მიიღებს და პერიოდულად ჩატარდება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური