GE

სსუ-ის სტუდენტებს პოლონურ ენას პოლონეთის ელჩის მეუღლე ასწავლის

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე მალორზატა ვირზჩოვსკა სტუდენტებს პოლონურ ენას შეასწავლის. ესაა უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში, რადგან პედაგოგი თავად ელჩის მეუღლეა.

პოლონური ენის პირველი გაკვეთილი სსუ-ის საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის ხელმძღვანელმა ინდირა ძაგანიამ გახსნა. მან მალორზატა ვირზჩოვსკა სტუდენტებს წარუდგინა და პოლონური ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პოლონეთის ელჩის მეუღლემ, თავის მხრივ, ქართული ენის სიმდიდრეს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პოლონური ენის ქართველებისათვის შესწავლაში უშუალო,მცირედი წვლილის შეტანა. მისი თქმით, ქართველებსა და პოლონელებს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება და ერთობლივ პროექტებში გადაიზრდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური