„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე აცხადებს, რომ დიპლომატიის აკადემიაში ძალიან გაძლიერებული იქნება უცხოური ენების მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, აკადემია უზრუნველყოფს, რომ სამი წლის თავზე სტუდენტს მეორე უცხო ენა ჰქონდეს, როგორც სამუშაო ენა.
აკადემიის დაფუძნების მიზნის შესასრულებლად, 28 მაისს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, იქმნება „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემია“, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და განახორციელებს როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს.
წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ტერმინის – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დიპლომატიის აკადემიის“ განმარტება.
დიპლომატიის აკადემია ექცევა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კატეგორიაში.
ცნობილია, რომ აკადემია ორი ძირითადი საბაკალავრი პროგრამით იქნება წარმოდგენილი – პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები. სამაგისტრო პროგრამა კი თითოეულ საბაკალავრო პროგრამაზე, თითო-თითო იქნება, შესაბამისად, სპეციალიზაცია – საერთაშორისო ურთიერთობები, ან პოლიტიკის მეცნიერებები და ასევე სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით იქნება “პოლიტიკის მეცნიერებები და დიპლომატია” და “საერთაშორისო ურთიერთობები”.
გარდა საგანმანათლებლო პროგრამებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იგეგმება ისეთი სასწავლო კურსის შემოღება, რომელიც საგარეო უწყებაში დასაქმების შესაძლებლობას გააჩენს:
“დიპლომატიის აკადემიაში შემოვიღებთ ერთწლიან სასწავლო კურსს, რომელიც იქნება უშუალოდ საკვალიფიკაციო და დაახლოებით, პრერეკვიზიტივით იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებისთვის. ეს იქნება ერთწლიანი პრაქტიკული სტაჟირების პროგრამა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის აბსოლუტურად სხვა ფაკულტეტდამთავრებულ ადამიანს, რომ კონკურსის საფუძველზე ეს კურსი გაიაროს და საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმდეს”, – ამბობს ხათუნა თოთლაძე.
ამავე თემაზე:
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
საქართველოში დიპლომატიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქმნება – მთავრობის გადაწყვეტილება
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
by ARIS.GE-განათლება